წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ყველაზე უწინარეს ჩვენი ვედრების სიაში მადლობა უნდა ჩავწეროთ; მეორედ - ცოდვათა აღსარება და შემუსვრილება სულისა; რადგან ასეთია კეთილი ლოცვა, როგორც ერთძმას აუწყა ანგელოზმა ამის შესახებ
თუკი ხილული მსაჯულის წინაშე ყოფილხარ წარდგომილი, ლოცვის დროს დგომის წესისათვის სხვა მაგალითი აღარ გჭირდება; თუ მსაჯულის წინაშე არ მდგარხარ და არც სხვისი განსჯა გინახავს, მაშინ მაგალითად გქონდეს შეჭირვებული სნეული, შეწყალებას რომ ე... იხილეთ სრულად
ლოცვისას სიბრძნისმტყველება საჭირო არ არის, რადგანაც ხშირად უბრალო ყრმებმა მარტივი სიტყვით შეძლეს ზეციური მამისაგან მოწყალების მიღება
ნურც მრავალმეტყველებას შეუდგები, რადგან სიტყვების ძებნამ გონება არ განგიბნიოს; რადგანაც მეზვერის ერთმა სიტყვამ მოწყალე-ჰყო ღმერთი; სარწმუნოების ერთმა სიტყვამ კი ავაზაკი აცხონა
მრავალმეტყველება ხშირად გონებას განაბნევს, ხოლო ერთი სიტყვის მხურვალება კვლავ მოკრებს მას
როდესაც რომელიმე სიტყვა ლმობიერებას აღძრავს შენში, მასზე შეჩერდი და მრავალჯერ გაიმეორე, რადგანაც ჩვენიმცველი ანგელოზი ჩვენს სიახლოვეს ლოცულობს
ლოცვისას კადნიერებას ნუ გამოამჟღავნებ, თითქოსდა დიდი სიწმიდე გქონდეს, არამედ უმეტესი სიმდაბლით მიმართე და მეტი კადნიერება გექნება
სათნოების ყველა საფეხურზე რომც იყო ასული, მაინც ცოდვათა შენდობისათვის ილოცე, რადგანაც გსმენია დიდი მოციქულის - პავლეს სიტყვები, რომელიც ცოდვილთა შესახებ ამბობს, რომ მათ შორის პირველი მე ვარო
თუკი ყოველმხრიმ სიმშვიდესა და ურისხველობას შეიმოსავ, გონების წარტაცებისაგან გათავისუფლება დიდ შრომას აღარ მოითხოვს შენგან