წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
სარწმუნოება, ძმანო, ორნაირი არის: ერთი ცხოველი, მეორე მკვდარი. ცხოველი სარწმუნოება ის არის, რომელიც მოქმედობს კაცის გულში, დაიმორჩილებს კაცის ნებას და ხასიათსა, გაანათლებს და გააცოცხლებს მისსა გულსა და სულსა, ცოდვას მოაძულებს და კეთილს საქმეს შეაყვარებს. მკვდარი სარწმუნოება ის არის, რომელიც გულში არ მუშაობს, ვერცა ერთსა კეთილსა საქმესა ვერ შეაგონებს და ვერ აქმნევინებს, ერთი სიტყვით, საქმით არ გამოსჩნდება.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სადაცა არ არს თანხმობა და ერთგულება მღვდელთა და ერთა შორის, იქ ქრისტიანული წესი ვერ აღსრულდება კეთილად. რა სახით უნდა აღასრულოს მოძღვარმა თვისი მოვალეობა, თუ კი მის მოწაფეს არ აქვს მორჩილება და არ ისმენს მისსა დარიგებასა.
თემა: მორჩილებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ძმანო ჩემნო, ვინაითგან თქვენ მოინათლენით, გაქრისტიანდით, მაშ ეცადეთ, რომ შეიტყოთ, თუ რაი არს ქრისტიანობა, როგორი უნდა იყოს ქრისტიანე ცხოვრებითა თვისითა. მარტო ის კი არ არის საკმაო, რომ კაცი მოინათლოს და ზოგჯერ ეკლესიაში შევიდეს და პირჯვარი გადაიწეროს. მარტო სახელით კი არ უნდა იყოს კაცი ქრისტიანე, არამედ უმეტესად საქმით.
თემა: ნათლისღებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
აღსარება მისთვის დააწესა ღმერთმან, რომელ კაცი ცოდვილი შევა მონანებაში, აღუთქვამს ღმერთსა, რომელ ამიერითგან აღარა იქმს იმ ცოდვას და მიიღებს განტევებასა და შენდობასა თვისთა ცოდვათა.
თემა: აღსარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ეცადე გულისხმიერად ისმენდე, როცა ეკლესიაში საღმრთო წიგნებს კითხულობენ და უთუოდ შეიტყობ და ისწავლი, რაც საჭირო არის შენთვის.
თემა: ეკლესიაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
საქმით აღასრულე მცნება უფლისა შენისა, შეიძინე სარწუნოება, სასოება, სიყვარული, მოთმინება, სიმდაბლე, სიმართლე. შენი სათნოება ის არის, როდესაც შენ ხარ შრომის მოყვარე, მღვიძარე, ფრთხილ, ვინაითგან შენ შენი ხელით უნდა შეინახო შენი თავი და ოჯახი. მომთმენი და თავმდაბალი, ვინაითგან ხშირად შეიძლება იყო ღარიბ და შეიწრებულ, შენს მეზობელს არაოდეს არ ავიწროებდე, არამედ შეეწეოდე შეძლებისამებრ შენისა. ცრუ მოწმობისა გეშინოდეს და ყოველთვის მართალს იტყოდე, შენს მეზობელს არ ატყუებდე, არავის არ წაეჩხუბებოდე, შენს სახლში და ოჯახში იყო მყუდრო, ცოლ–შვილი და ძმები გიყვარდეს, ვითარცა თავი თვისი, კარგად იქცეოდე მათთან და სცდილობდე, რომ კეთილად გაზარდო შვილი შენი. რაც გმართებს სამსახური ხელმწიფისა, ანუ ბატონისა, სცდილობდე, რომ გარდაიხადო. ერთი სიტყვით, ისრე ატარებდე შენს ცხოვრებას, რომ ყოველმან კაცმან სთქვას შენზედ: იმ კაცს ღმერთი ახსოვსო და ნამუსი აქვსო.
თემა: სათნოებებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
იმ დღიდან დაწყებული, როდესაც იხილე შენ ეს სოფელი პირველად, ვიდრე უკანასკნელისა შენისა აღმოფშვინვადმდე, წმიდა ეკლესია, ვითარცა დედა გივლის შენ და სცდილობს, გამოგზარდოს შენ სულიერად, რათა ღირსი მორწმუნე იქმნე იესო ქრისტესი.
თემა: ეკლესიაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ეკლესია არა თუ განანათლებს გონებასა შენსა და გარდამოგცემს იესო ქრისტეს მადლსა, არამედ სრულებით შეგაერთებს მასთან. ოდესაც შენ ეზიარები სისხლსა და ხორცსა იესო ქრისტესსა, მაშინ, ვითარცა თქმულ არს სახარებასა შინა, შენ ხარ ერთ ხორც და ერთსულ უფლისათანა. აჰა ვითარსა დიდსა მადლსა და სულიერსა ხარისხსა მოგვცემს შენ წმიდა ეკლესია.
თემა: ზიარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი