წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, ამონარიდები
ქრისტიანულ რწმენას თავისი ძალით არაფერი აღემატება. მრავალი მახვილი, მას რომ ებრძოდა, გაცვდა. მეფეებს, მის აღმოფხვრას რომ ლამობდნენ, ბოროტად აღმოხდათ სული; სამეფოები, მას რომ ებრძოდნენ, აღიგავნენ პირისაგან მიწისა; ქალაქები მას რომ ... იხილეთ სრულად
იულიანე განდგომილი ქრისტეს ეკლესიას დაუნდობლად ებრძოდა, მაგრამ ბასილი დიდი და ათანასე დიდი მას არ შეუშინდნენ. უშჯულო იმპერატორს მათ ბოროტი აღსასრული უწინასწარმეტყველეს, რაც აღსრულდა კიდეც. "გადაივლის ეს ღრუბელი", ეუბნებოდა წმინდა ... იხილეთ სრულად
ეკლესიას არაერთხელ დადგომია მძიმე ჟამი, მაგრამ ქრისტეს მხედრები სულით არ დაცემულან. გავიხსენოთ ბასილი დიდის მოღვაწეობის დრო - მღელვარე ზღვა და უკუნი ღამე, სამყაროს აღსასრულის მოლოდინი.
ჭეშმარიტ რწმენას ვერ შეარყევს ეროვნულ სულს მოწყვეტილ უბადრუკთა ამაო დაპირებანი, უცხოეთში რომ გაემგზავრნენ, რათა სულიერად დაცლილთაგან სულიერება ეყიდათ. მათ შეიძინეს სული, ოღონდ მკვდარი. ნუთუ ცოცხალი მკვდრისაგან იძლევა? - ცხადია არა... იხილეთ სრულად
ჩვენი წინაპრები ათასწლეულების განმავლობაში წარმართულ სიბნელესა და ბუნების სტიქიათა მონობაში ცხოვრობდნენ. მონობას მათ დიდი ჯაფით დააღწიეს თავი, სულიერად ამაღლდნენ და ცოცხალი ღმერთის თავისუფალ შვილებად შეიქმნენ. როგორც პეპელა არ დაუ... იხილეთ სრულად
ამ ქვეყნად არ არსებობს სარწმუნოება, რომელსაც ესოდენ სასტიკი დევნა, წამება, ცილისწამება განეცადოს, ვიდრე ჩვენი წინაპრების სარწმუნოებას. გარედან მას წარმართები დევნიდნენ, შიგნიდან - ერეტიკოსები. მთელი ისტორიის განმავლობაში ყოველი მი... იხილეთ სრულად
კაცობრიობის ისტორია არაერთი ბაბილონის გოდოლის გაცამტვერებას მოსწრებია. ნაცარტუტად იქცა მრავალი ნაგებობა, მსოფლიო დამპყრობელთა მიერ აღმართული, რომელთაც თავისი ძალაუფლების ქვეშ კაცობრიობის გაერთიანების სურვილი ჰქონდათ. აღიგავა პირის... იხილეთ სრულად
ცხოვრებაში არის გადამწყვეტი წუთები, როდესაც მარადიული წარწყმედა ან მარადიული ცხონება უნდა გადაწყდეს. უცნობია ეს საბედისწერო ჟამი როდის დაგვიდგება. ამიტომ მუდმივი სიფხიზლე გვმართებს.