ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები

ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სადაც რწმენა არ არის, იქ არც კეთილი საქმეებია, იმიტომ, რომ განზრახვა, უწინარეს ყოვლისა, საქმეს კეთილად აქცევს, კეთილი განზრახვა კი რწმენიდან მომდინარეობს. სადაც რწმენა არ არის, იქ არც კეთილი

როგორც ყველაზე ჯანმრთელ თვალს არ ძალუძს, ხედავდეს, თუ რაიმე სხივით არ არის განათებული: ასევე ადამიანი, რაც არ უნდა გარეგნულად პატიოსანი იყოს, ვერ შეძლებს, ღვთის მადლის გარეშე ცხოვრება სათნოდ გავლოს. როგორც ყველაზე ჯანმრთელ თვალს არ ძალუძს

უნდა გიყვარდეს მშობელი, მაგრამ მას მაცხოვარი უნდა ამჯობინო (კლ. 9, 59, 60) უნდა გიყვარდეს მშობელი, მაგრამ მას მაცხოვარი

ღმერთი სიტყვა, მამის თანასწორი, ჩვენი მოკვდავობის თანაზიარი შეიქმნა არა თავისი, - არამედ ჩვენი ბუნებისამებრ და ჩვენ მისი ღვთაებრიობის თანაზიარნი შევიქმნებით არა ჩვენი, არამედ - მისი ძალით. ღმერთი სიტყვა, მამის თანასწორი, ჩვენი

ლოცვისას ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან, წმინდა წერილით კი ღმერთი გვესაუბრება ლოცვისას ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან, წმინდა

თუკი უფალი გადადებს თავის სასჯელს, შენ ნუ გადადებ შენს გამოსწორებას თუკი უფალი გადადებს თავის სასჯელს, შენ ნუ

მემთვრალეობა ყველა სამარცხვინო საქმის დედაა და ავხორცობისა და უბიწობის მტერი. მემთვრალეობა ყველა სამარცხვინო საქმის დედაა

არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება. არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა

როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული

კეთილი, თუნდ მსახური ანუ მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არა ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია. კეთილი, თუნდ მსახური ანუ მონა იყოს, მაინც

ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები

1