ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება - ციტატები, გამონათქვამები

ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება - ციტატები, გამონათქვამები ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

204. რა ზიანი მოაქვს სულისათვის უქმადმეტყველებას?
ღობის გარეშე დარჩენილი ბაღი გაითელება და გაჩანაგდება. ამგვარადვე დაღუპავს თავის სათნოებას ყველა ის, ვინც არ მოზღუდავს საკუთარ ბაგეთ.
ღობის გარეშე დარჩენილი ბაღი გაითელება და

61. თუ შეიძლება ხუმრობა?
ბილწსიტყვაობასა და ხუმრობას გარყვნილებამდე მივყავართ. თავი ანებე ხუმრობასა და მახვილსიტყვაობას. ნურც საქმით ჩაიდენ რაიმეს მაგდაგვარს. ჩვენ არ უნდა წარმოვთქვათ არც ერთი უქმი სიტყვა, რამეთუ უქმსიტყვაობიდან უხამსობამდე ერთი ნაბიჯია, რადგან ხუმარა კაცი იოლად ხდება მაგინებელი. მაგინებელი კი უამრავი საძრახისი საქმის ჩამდენია
ბილწსიტყვაობასა და ხუმრობას გარყვნილებამდე

ერთი უქმი სიტყვის თქმა რა დიდი უნდა იყოს, მაგრამ ამისთვისაც პასუხს მისცემს კაცი ღმერთს. ჩვენ კი, ვინ იცის და ვინ დათვლის, რაოდენ უქმს, უსარგებლო სიტყვას ვიტყვით ყოველს საათში, არა თუ ყოველ დღეს. რისთვის? მისთვის, რომ არაფრად მიგვაჩნია ეს ცოდვა, მცირე ცოდვადაც არ მიგვაჩნია იგი. ერთი უქმი სიტყვის თქმა რა დიდი უნდა იყოს

185. თანაბრად აბნელებს სულს როგორც გულისზრახვათა აზრისმიერი გაზრახებანი (ე.ი. შინაგანი საუბრები), ასევე გარეგანი შეხვედრები და ფუჭმეტყველებანი, ხოლო ისინი, რომლებიც უკუმიაქცევენ საზიანოს გონებისას, ვალდებულნი არიან მოიძაგონ ფუჭმეტყველების მოყვარული ადამიანებიც და გულისზრახვებიც, ორივენი ერთად, უაღრესად კეთილგონივრული და საღვთო მიზეზის გამო; რათა არ მოხდეს ისე, რომ დაბნელდეს გონება და მოუძლურდეს მღვიძარებაში, ვინაიდან ჩვენ, დავიწყებისგან (ღვთის დავიწყებისგან) დაბნელებულნი, გონებას წარვიწყმედთ. თანაბრად აბნელებს სულს როგორც გულისზრახვათა

195. საქმის გარეშე მესიბრძნე და ენამჭევრი მდიდარია უსამართლობით და "მისი შრომანი", თანახმად წერილისა, "უცხო სახლებში შედის" (იგავ. 5.10), (ე.ი. მას არ ხმარდება). საქმის გარეშე მესიბრძნე და ენამჭევრი მდიდარია

153. თუ ვინმე ფუჭადმეტყველ ადამიანებში მოხვდება, თავისი თავი ჩათვალოს დამნაშავედ ამგვარ ფუჭსიტყვაობათა გამო თუმცა, შესაძლოა, არა ამჟამინდელი, არამედ ძველი ვალებიდან გამომდინარე (იგულისხმება, რომ ეს ადამიანი ძველად თვითონაც ამგვარი ადამიანი იყო და ბოლომდე ვერ აღმოფხვრა თავის თავში ფუჭსიტყვაობის, ამაოდმეტყველების ადრინდელი საცთური). თუ ვინმე ფუჭადმეტყველ ადამიანებში მოხვდება

ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ

ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს! ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს!

108. ვინც განუსჯელად ლაპარაკობს, გონება არა აქვს მას, რადგან მეტყველებს ფიქრის გარეშე. მაგრამ განჭვრიტე, რისი ქმნა გარგებს, რომ სული აცხოვნო. ვინც განუსჯელად ლაპარაკობს, გონება არა აქვს

84. ერიდე მრავალთა წინაშე კეთილმსახურებისა და კარგი ცხოვრების შესახებ სიტყვების თქმას. არა იმიტომ, რომ მშურს მათთვის, არამედ იმიტომ, რომ ამ უგუნურთა წინაშე, ვფიქრობ, სასაცილო გამოჩნდები, რადგან "მსგავსი მსგავსით ხარობს" (ცნობილი პლატონურ-ნეოპლატონური დებულება იმის შესახებ, რომ "მსგავსი მსგავსით შეიცნობა" და რომ "მსგავსი მსგავსისკენ ისწრაფვის", ზემორე შეგონებაში ამგვარადაა პერიფრაზირებული: "მსგავსი მსგავსით იხარებს". ესაა ღრმა სულიერი სიხარულის გამომხატველი უაღრესად შთამბეჭდავი შეგონება, რაც სამწუხაროდ რუსულ თარგმანში შენარჩუნებული არ არის), ამგვარ სიტყვებს კი მსმენელები ცოტა ჰყავს, _ ალბათ ძალიან იშვიათნი; ამიტომაც, უმჯობესია, არ ისაუბრო, რადგან ეს არ იქნება ის, რაც ნებავს ღმერთს ადამიანთა საცხონებლად. ერიდე მრავალთა წინაშე კეთილმსახურებისა და

ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება

2