ერთმა წარმართმა ფილოსოფოსმა თქვა: "როდესაც იგრძნობ, რომ გაღიზიანებული ხარ, ნურაფერს იტყვი და მაშინვე ნურაფერს გააკეთებ, არამედ დადუმდი და ანბანის ყველა ასო წაიკითხე". წარმართმა ანბანზე უკეთესი ვერაფერი იპოვა სულის დასამშვიდებლად; ...
იხილეთ სრულად
ერთმა წარმართმა ფილოსოფოსმა თქვა: "როდესაც იგრძნობ, რომ გაღიზიანებული ხარ, ნურაფერს იტყვი და მაშინვე ნურაფერს გააკეთებ, არამედ დადუმდი და ანბანის ყველა ასო წაიკითხე". წარმართმა ანბანზე უკეთესი ვერაფერი იპოვა სულის დასამშვიდებლად; ჩვენ კი, ქრისტიანებმა, ვიცით საუკეთესო სიტყვები, რომელიც შეიძლება, მისცე გულსა და გონებას, რათა მღელვარება დაიოკო.
როდესაც საკუთარ თავში მრისხანების ძლიერ შემოტევას იგრძნობ, შეეცადე, დადუმდე. ხოლო იმისათვის, რომ თვით მდუმარებამ დიდი სარგებელი მოგიტანოს, ფიქრით ღმერთს მიმართე და ამ დროს შენთვის იკითხე რაიმე მოკლე ლოცვა, მაგალითად, იესოს ლოცვა ა...
იხილეთ სრულად
როდესაც საკუთარ თავში მრისხანების ძლიერ შემოტევას იგრძნობ, შეეცადე, დადუმდე. ხოლო იმისათვის, რომ თვით მდუმარებამ დიდი სარგებელი მოგიტანოს, ფიქრით ღმერთს მიმართე და ამ დროს შენთვის იკითხე რაიმე მოკლე ლოცვა, მაგალითად, იესოს ლოცვა ანდა რაიმე სხვა.
მოსეს მიერ უდაბნოში აღმართული სპილენძის გველის ყურება, რომელსაც ქრისტეს ჯვრის ძალა ჰქონდა, სწრაფად კურნავდა შხამიანი გველით დაგესლილებს; ასევე სინანული, რწმენა და ჯვარცმული იესოს ლოცვა სწრაფად კურნავს ვნებიანი აზრების შხამიანი შთა...
იხილეთ სრულად
მოსეს მიერ უდაბნოში აღმართული სპილენძის გველის ყურება, რომელსაც ქრისტეს ჯვრის ძალა ჰქონდა, სწრაფად კურნავდა შხამიანი გველით დაგესლილებს; ასევე სინანული, რწმენა და ჯვარცმული იესოს ლოცვა სწრაფად კურნავს ვნებიანი აზრების შხამიანი შთაბეჭდილებებით დასნებოვნებულ სულს.
ვიფხიზლოთ და ვუდარაჯოთ გულისსიტყვებს, რამეთუ დაცემა მათგან იწყება; საწყისშივე მხნედ შევებრძოლოთ და ნუ მივცემთ ნებას, რომ ჩვენი უდებების გამო ჩვენში დამკვიდრდნენ. ოცნებები გამოჩენისთანავე განვაგდოთ, შევრისხოთ ისინი, ხელთ ვიპყრათ სუ...
იხილეთ სრულად
ვიფხიზლოთ და ვუდარაჯოთ გულისსიტყვებს, რამეთუ დაცემა მათგან იწყება; საწყისშივე მხნედ შევებრძოლოთ და ნუ მივცემთ ნებას, რომ ჩვენი უდებების გამო ჩვენში დამკვიდრდნენ. ოცნებები გამოჩენისთანავე განვაგდოთ, შევრისხოთ ისინი, ხელთ ვიპყრათ სულიერი მახვილი - სახელი ღვთისა: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე". და იესო ტკბილიც, მოხმობისთანავე ჩვენს შემწედ მოდის და დემონებიც მაშინვე უკუიქცევიან. ვილოცოთ არა უდებებით, არამედ მხურვალედ და სულის სიღრმიდან შევღაღადოთ...
მეკითხებით, რა არის საჭირო იესოს ლოცვისათვის... ისე, როგორც თქვენ ასრულებთ ამას, კარგია. ასე გაგრძელეთ. ერთს შეგახსენებთ, რომ ყურადღებით უნდა ჩახვიდეთ გულში და იქ ღვთის პირის წინაშე დადგეთ, რომელიც ყველგანმყოფია და თქვენშიც არის, ...
იხილეთ სრულად
მეკითხებით, რა არის საჭირო იესოს ლოცვისათვის... ისე, როგორც თქვენ ასრულებთ ამას, კარგია. ასე გაგრძელეთ. ერთს შეგახსენებთ, რომ ყურადღებით უნდა ჩახვიდეთ გულში და იქ ღვთის პირის წინაშე დადგეთ, რომელიც ყველგანმყოფია და თქვენშიც არის, ყოვლისმხედველია - და თქვენც გხედავთ... განმტკიცება დაიწყება მაშინ, როცა გულში კოცონი ჩაისახება.
იშრომეთ, რათა არ შეწყდეს იგი და ლოცვა ისე გამყარდება, რომ თავად დაიწყებს აღსრულებას - და თქვენში ნაკადული ირაკრაკებს, - როგო...
"ეძიებდით და ჰპოოთ" (მათე 7, 7; ლუკა 11, 9). რა უნდა ვეძიოთ? რა და ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა. ის ღვთის მადლით გვეძლევა, მაგრამ ჩვენი შრომაც აუცილებელია. რას მოითხოვს შრომა? ახლოსმყოფი ღმრთის მუდმივ ხსოვნას და შეგრძნებას. ამის მ...
იხილეთ სრულად
"ეძიებდით და ჰპოოთ" (მათე 7, 7; ლუკა 11, 9). რა უნდა ვეძიოთ? რა და ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა. ის ღვთის მადლით გვეძლევა, მაგრამ ჩვენი შრომაც აუცილებელია. რას მოითხოვს შრომა? ახლოსმყოფი ღმრთის მუდმივ ხსოვნას და შეგრძნებას. ამის მისაღწევად, გვირჩევენ მივეჩვიოთ იესოს ლოცვას: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე," და უწყვეტად ვიმეოროთ ღვთის მიმართ, რომელსაც გულში ან მის სიახლოვეს უნდა ვგრძნობდეტ. დადექი ყურადღებით გულში უფლის პირის წინაშე ...
იესოს ლოცვა ერთ-ერთი იმ საშუალებათაგანია, რომლის მეშვეობითაც ვეჩვევით ღვთის წინაშე სვლას... ლოცვის დროს მთავარია ყურადღებით გულში დადგომა და ყველგანმყოფი უფლის მოხმობა... კეთილგონივრული შინაგანი წესრიგის ფესვი ღვთისმოშიშებაა. მას ...
იხილეთ სრულად
იესოს ლოცვა ერთ-ერთი იმ საშუალებათაგანია, რომლის მეშვეობითაც ვეჩვევით ღვთის წინაშე სვლას... ლოცვის დროს მთავარია ყურადღებით გულში დადგომა და ყველგანმყოფი უფლის მოხმობა... კეთილგონივრული შინაგანი წესრიგის ფესვი ღვთისმოშიშებაა. მას განუშორებლად უნდა დავატარებდეთ... მისგან ყველაფერი მზადყოფნაშია, სხეულის ასოები და აზრები ვერ გალაღდებიან. ღვთისმოშიშება ცოცხალ გულს და ფხიზელ აზრს აღაშენებს.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვგრძნობდეთ, რომ სულიერ ცხოვრებას...
სულიერი ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ძალზე სარწმუნო დასკვნა გაკეთდეს: ვისაც ლოცვაში გულმოდგინება გააჩნია, მას არ ესწავლება როგორ იაროს სრულყოფილების გზით. ლოცვაში ხანგრძლივად და მოთმინებით აღსრულებული შრომა მიიყვ...
იხილეთ სრულად
სულიერი ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ძალზე სარწმუნო დასკვნა გაკეთდეს: ვისაც ლოცვაში გულმოდგინება გააჩნია, მას არ ესწავლება როგორ იაროს სრულყოფილების გზით. ლოცვაში ხანგრძლივად და მოთმინებით აღსრულებული შრომა მიიყვანს მას ლოცვის მაღალ საფეურამდე.
მაგრამ რა ქნან უძლურებმა, მოდუნებულებმა და განსაკუთრებით კი მათ, რომლებმაც, სანამ გაერკვეოდნენ იმაში, თუ რას ნიშნავს ლოცვა, გარეგან ფორმალურობაში გამყარება მოასწრეს, გულცივები გახდნენ და ...
თქვენ ნუ მთხოვთ, აგიხსნათ ლოცვითი ღვაწლი... მაგრამ აქ ახახსნელი არც არაფერია. დადექით გონებით გულში ღვთის პირისახის წინაშე და მოუხმეთ მას: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!" ეს იქნება შრომალოცვაში. ამისდა მიხე...
იხილეთ სრულად
თქვენ ნუ მთხოვთ, აგიხსნათ ლოცვითი ღვაწლი... მაგრამ აქ ახახსნელი არც არაფერია. დადექით გონებით გულში ღვთის პირისახის წინაშე და მოუხმეთ მას: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!" ეს იქნება შრომალოცვაში. ამისდა მიხედვით, თუ ვინ როგორი გულმოდგინებით იღვაწებს, უფალი მისცემს მას სულიწმიდიდს ნაყოფს, ანუ სულიერ ლოცვას. აი, ყველაფერი ის, რაც სათქმელი და გასააზრებელია იესოს ლოცვის შესახებ. სხვა ყველაფერი მოგონილია და საქმეს არ წაადგება. ...