ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ნუ ვიტყვით: არაფერი გამოგვივა, თორემ მაშინ ვერ შევიძენთ ამ ლოცვას, რომელიც თავისი ტევადობით იმდენად

ნუ ვიტყვით: „არაფერი გამოგვივა“, თორემ მაშინ ვერ შევიძენთ ამ ლოცვას, რომელიც თავისი ტევადობით იმდენად დიდია, რომ ზეციურ საგნებს მოიცავს! მოდით, განვმარტოთ ეს:

როცა ლოცვა ამოქმედდება, გონება ისეთი სუფთა, ნათელი, მოქნილი, ფრთაშესხმული ხდება, რომ ძალიან მაღლა ადის და ხვდება ღმერთს მთელი მისი მადლით! მაშინ გონებას სულიერ სახილველთა ჭვრეტის უნარი ეძლევა და ამბობს: „რომელი მათგანი ავირჩიო?!“

და პირიქით, როცა გონება ლოცვით განათლებული არ არის, ძალზე მოუქნელია და მისი ჭვრეტისკენ წარმართვის მცდელობა უნაყოფო იქნება.

თემატური კითხვები
0