ცრემლი, გლოვა ცოდვებისათვის - ციტატები, გამონათქვამები
გლოვისა და სინანულის გრძნობა ერთადერთია, რაც ესაჭიროება სულს, რომელიც უფლისგან საკუთარ ცოდვათა მიტევებას ითხოვს. ეს კეთილი ნაწილია! თუ იგი აირჩიე, ნუ დაკარგავ მას! ნუ გაცვლი ამ საგანძურს ფუჭ, ცრუ, იძულებით მოჩვენებით მადლმოსილ შეგ... იხილეთ სრულად
როგორც ძლიერი ქარი გაფანტავს მტვერს, ასევე ჩვენი უბოროტესი მტერტიც – ეშმაკიც უმალ გაიდევნება და გაცამტვერდება, როცა ღმერთის დიდებისმეტყველებას ვღაღადებთ, ლოცვა–ვედრებით ვდგავართ მის წინაშე და წრფელი სინანულის ცრემლთაც დავღვრით.
ლოცვა სულს ღმერთთან აახლოებს, იქ კი სიცოცხლის ფესვია; სულისაგან სხეულიც ეზიარება იმავე სიცოცხლეს. შემუსვრილი სული, სინანულის განცდა და ცრემლი კი არ ამცირებენ ჩვენს ძალებს, არამედ გვმატებენ.
სინანული აღადგენს და აღამაღლებს სულს, გლოვა ცის კარზე რეკს, ხოლო ნეტარი სიმდაბლე გააღებს მას, მე - მთქმელი ამისა, თაყვანისვსცემ სამგვამოვანებასა ერთარსებით და ერთ-არსებასა - სამებით