
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
სიმდაბლეს შობს განურჩეველი შორჩილება ყველასადმი
სიმდაბლეს შობს განურჩეველი შორჩილება ყველასადმი
პირველად საჭიროა სრული და განურჩეველი შორჩილება ყველასადმი, რაც სიმდაბლეს შობს. სიმდაბლის უტყუარი ნიშანი კი უზომო ცრემლებია, რომლებიც სამი-ოთხი წელიწადი წყაროსავით იდენს, რისგანაც, თავის მხრივ, განუწყვეტელი, ეგრეთ წოდებული გონებისმიერი ლოცვა იშვება – იტყვი თუ არა: „იესო ჩემო უტკბილესო“, ცრემლები წამოვა; იტყვი თუ არა: „სიყვარულო ჩემო იესო“, თავის შეკავებას ვერ შეძლებ; იტყვი თუ არა: „ტკბილო ღმრთისმშობელო“, საკუთარ თავს ვერ შეიკავებ. ეს ყოველივე აწყნარებს მთელ სხეულს და სრულ მშვიდობას განიჭებს.