ქვეყნად ყველაფერი იცვლება, მხოლოდ ჭეშმარიტებაა მარადიული. მიდიან ადამიანები, წარსულს ბარდება და მივიწყების ფერფლით იფარება სახელები ერთ დროს მიწიერი დიდებითა და პატივით გამორჩეულთა; მიდიან ბრძენნი და უბრალონი, მომხვეჭელნი, დიდების...
იხილეთ სრულად
ქვეყნად ყველაფერი იცვლება, მხოლოდ ჭეშმარიტებაა მარადიული. მიდიან ადამიანები, წარსულს ბარდება და მივიწყების ფერფლით იფარება სახელები ერთ დროს მიწიერი დიდებითა და პატივით გამორჩეულთა; მიდიან ბრძენნი და უბრალონი, მომხვეჭელნი, დიდებისმოყვარენი, კანონმდებელნი, მსოფლიო ბატონობის მსურველნი... ამ მშფოთვარე სამყაროს წინაშე უძლეველი არის მხოლოდ ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ყრმის უწყინარი სიყვარული, მისი ჭეშმარიტი მეუფება სამყაროზე
link
ყოველი წელი, ყოველი განვლილი დღე გვაახლოებს მარადიულობასთან. ყოველი ახალი წლის დადგომა მარადიულობის ძახილია ჩვენი გულის კართან: ეს არის დრო, როცა ჩვენ მიწიერი ამაოების იქით უნდა დავინახოთ წარუვალი ღირებულებები და ვეძებოთ გზები მათ...
იხილეთ სრულად
ყოველი წელი, ყოველი განვლილი დღე გვაახლოებს მარადიულობასთან. ყოველი ახალი წლის დადგომა მარადიულობის ძახილია ჩვენი გულის კართან: ეს არის დრო, როცა ჩვენ მიწიერი ამაოების იქით უნდა დავინახოთ წარუვალი ღირებულებები და ვეძებოთ გზები მათთან მიახლოებისათვის.
link
ვინც დაკვირვებით კითხულობს წმიდა წერილს და სარწმუნოებით ცხოვრობს, მან იცის, რომ მარადიულისათვის უცხოა სიხარბე, იქ არ არის განყოფა ჩემსა და შენს შორის. ის ხედავს, როგორ შორდება ყოველივე საუკეთესო და კეთილშობილური, ხარბ, თავისი თავი...
იხილეთ სრულად
ვინც დაკვირვებით კითხულობს წმიდა წერილს და სარწმუნოებით ცხოვრობს, მან იცის, რომ მარადიულისათვის უცხოა სიხარბე, იქ არ არის განყოფა ჩემსა და შენს შორის. ის ხედავს, როგორ შორდება ყოველივე საუკეთესო და კეთილშობილური, ხარბ, თავისი თავის მოყვარე სულს, რომელიც მარტოდმარტო იწვის დაუკმაყოფილებელი ეგოიზმის ცეცხლში; ეს ჯოჯოხეთური წვა არ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. ბოლოსდაბოლოს იფერფლება თვითონ ადამიანი, მისი სინდისი და სამარადისოდ იღუპება სული მისი.
link
სიკვდილი არა მხოლოდ შიშის, სირცხვილის მომგვრელიც არის. სიკვდილის წინაშე სირცხვილი არის მტკიცებულება იმისა, რომ იგი ადამიანური ცოდვის შედეგია. სირცხვილი უცილობელი ნიშანია ჩვენი უკვდავი წარმომავლობისა და იმისაც, რომ უკვდავებისათვის ...
იხილეთ სრულად
სიკვდილი არა მხოლოდ შიშის, სირცხვილის მომგვრელიც არის. სიკვდილის წინაშე სირცხვილი არის მტკიცებულება იმისა, რომ იგი ადამიანური ცოდვის შედეგია. სირცხვილი უცილობელი ნიშანია ჩვენი უკვდავი წარმომავლობისა და იმისაც, რომ უკვდავებისათვის ვართ განკუთვნილნი.
link
ქრისტიანობა მიწიერ ცხოვრებას მარადისობისკენ მიმავალ გზად მიიჩნევს, ის არის ეტაპი, სადაც ადამიანი პიროვნებად ფორმირდება. ამიტომ ავადმყოფობაც და ჯანმრთელობაც მხოლოდ სიტუაციებია, რომელშიც ადამიანი იმყოფება, რათა მისი ხასიათი და ზნეობ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობა მიწიერ ცხოვრებას მარადისობისკენ მიმავალ გზად მიიჩნევს, ის არის ეტაპი, სადაც ადამიანი პიროვნებად ფორმირდება. ამიტომ ავადმყოფობაც და ჯანმრთელობაც მხოლოდ სიტუაციებია, რომელშიც ადამიანი იმყოფება, რათა მისი ხასიათი და ზნეობა ჩამოყალიბდეს.
link
ცხოვრება მგზავრობაა, მიახლოებაა მარადიულობასთან. ჩვენ კი ძალიან ცოტას ვფიქრობთ ამაზე.
მარადისობა ყოველდღიურად კარზე გვიკაკუნებს და გვახსენებს, რომ მალე დადგება დრო მასთან ჩვენი შეხვედრისა. ყოველი განვლილი დღე და საათი მარადისობის გამოძახილია. შესანიშნავად ამბობს ამის თაობაზე ნეტარი ავგუსტინე: "სად არიან დღეს იმ მძლ...
იხილეთ სრულად
მარადისობა ყოველდღიურად კარზე გვიკაკუნებს და გვახსენებს, რომ მალე დადგება დრო მასთან ჩვენი შეხვედრისა. ყოველი განვლილი დღე და საათი მარადისობის გამოძახილია. შესანიშნავად ამბობს ამის თაობაზე ნეტარი ავგუსტინე: "სად არიან დღეს იმ მძლე ტომთა შთამომავალნი, რომელნიც აღავსებდნენ სამყაროს გასულ საუკუნეთა მანძილზე? სად გადაიკარგნენ ისინი, ვინც არსებობდა წარსულში? ისინი მიედინებოდნენ მდინარის მსგავსად და გაუჩინარდნენ მარადისობის შესართავში. ყოველი მზის ჩას...
link
ამქვეყნიური დიდება ამაოა იმიტომაც, რომ ის ვერასდროს შეედრება ზეციურ დიდებას. მთელი ეს ხრწნადი სამყარო ისეთივე არარაობაა, როგორც ერთი წამი მარადიულობასთან შედარებით. მისი დიდება ამაოა, ვინაიდან მსწრაფლწარმავალია. მთელი ჩვენი ცხოვრე...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიური დიდება ამაოა იმიტომაც, რომ ის ვერასდროს შეედრება ზეციურ დიდებას. მთელი ეს ხრწნადი სამყარო ისეთივე არარაობაა, როგორც ერთი წამი მარადიულობასთან შედარებით. მისი დიდება ამაოა, ვინაიდან მსწრაფლწარმავალია. მთელი ჩვენი ცხოვრება მარადიულობასთან შედარებით – უფრო მცირეა, ვიდრე გულისცემა, თვალის დახამხამება – წამზე უმცირესიც კი
link
მარადიული უნდა განსაზღვრავდეს დროებითს