ჯვარი - ციტატები, გამონათქვამები
ერთმა ზნეობრივმა ხუცესმა აღსასრულის წინ წარმოსთქვა: "ოჰ! რაოდენ მსუბუქად მეჩვენება ახლა ის ჯვრები, რომლებსაც ვტვირთულობდი, ისინი ნეტარებისა და დიდების სასუფევლისკენ მიჩვენებენ გზას".
კეთილზნეობა ჯვრის გარეშე უმეტესწილად მხოლოდ წარმოსახვითი კეთილზნეობაა (ფს. 118, 67,71).
ჯვრის გარეშე ვერავინ შევა სამოთხეში. ოღონდ ჩვენ ჩვენი ჯვარი მაღლა უნდა გვეჭიროს, ძირს კი არ უნდა ვათრიოთ. ხოლო იმისთვის, რომ ჯვარი მაღლა გვეჭიროს, აუცილებელია სულიერ მიზანს ვხედავდეთ.
ჯვრით მსვლელობისას უფალს შევთხოვთ: უფალო შეგვიწყალე! უფალო შეგვიწყალე! უფალო შეგვიწყალე! ყველა ნიშანთა შორის, რომელთაც ჩვენ ვატარებთ, ჯვარი პირველ ადგილზე დგას. რამეთუ, მას ჯერ კიდევ ქრისტეს გოლგოთაზე ყოფნისას მიეცა ძა... იხილეთ სრულად
სულიერი ჯვრის გამოსახვა თავისი ცხოვრების წესით ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანია.
რა ბეჭედი აქვს ქრისტეს? ნათლობისას მღვდელმსახური ქრისტიანს შუბლზე ჯვრის სახით აცხებს მირონს და ამბობს: „ბეჭედი მონიჭებულ არს სულისაგან წმიდისა“. შემდეგ, ყოველ ჯერზე, როცა ქრისტიანი პირჯვარს გადაიწერს, თაყვანს სცემს უფლის ვნებებს დ... იხილეთ სრულად
ოდეს შეხედავ ჯვარს ან ემთხვევი, ან გამოისახავ, მაშინვე გოლგოთას მთა და ჯვარზე გაკრული მაცხოვარი წარმოიდგინე და გაიაზრე, რომ ეს შენი განათლებისა, გამოხსნისა და ცხონებისათვის მოხდა. ამიტომ ეცადე, რომ შენც გერგოს ეს მადლი და გეშინოდე... იხილეთ სრულად
იქნებ რომელიმე თქვენგანს ჯვრის ტარებისაც ეშინია? ეუხერხულება ჯვრით მივიდეს ექიმთან ან აბანოში? შესთხოვეთ მოწყალე უფალს პატიება იმისთვის, რომ არ გყოფნით გამბედაობა მისი სახელის აშკარად აღსარებისა. ნურასოდეს მოიხსნით ჯვარს, მუდამ ატ... იხილეთ სრულად
აუცილებელია ყოველ ნივთს, გვაწვდიან თუ ჩვენით ვიღებთ, ჯერ ჯვარი გადავსახოთ, შემდეგ კი ავიღოთ. განსაკუთრებით საჭმელ-სასმელს, რადგან ჯადოს მოქმედების უმეტესი მავნებლობაც ამ გზით ვრცელდება. ჯვარი ყოველივე ბოროტების დამწველია. რა... იხილეთ სრულად