სული - ციტატები, გამონათქვამები

სული - ციტატები, გამონათქვამები სული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ილია II
თემა: სული

III საუკუნის ფილოსოფოსი პლოტინე ამბობს "სული ვერასდროს ვერ დაინახავს მშვენიერებას, თუ თვითონ არ გახდება მშვენიერი; და ყოველმა ადამიანმა, რომელსაც სურს მშვენიერისა და ღვთაებრივის ხილვა, უნდა დაიწყოს იმით, რომ იგი თვითონ უნდა გახდეს... იხილეთ სრულად

link
წმ. ილია მართალი
თემა: სული

ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა მოჰმადლებია, რომლითაც იგი ადამიანობს, ვით კერძო ღვთისა. ის ერთი – სული და გულია, უჭკნობლობის ნიჭით და ღონით დალოცვილი. ეგ ღვთაებრივი ნიჭი, როგორც ყველაფერი ღვთაებრივი, დროთა მბრძანებელია და არა ... იხილეთ სრულად

link
თემა: სული

ჩვენ ვერ შევიგრძნობთ იმ უხილავ ზღვარს, რომელიც ღმერთმა გასდო უხილავ და ხილულ გრძნობებს შორის. აი, კიდევ მაგალითი: ადამიანი სამუშაოდან შინ ბრუნდება და იცვლის დამტვერილ ტანსაცმელს და სიტყვებით: - სულ დავიმტვერეო, - გამოხატავს სამოსე... იხილეთ სრულად

link
თემა: სული

არსებობს კიდევ უხილავი, სულიერი სამყარო, რომელსაც მატერიალისტებიც კი არ უარყოფენ. ეს არის სიყვარული, სიხარული, რომელიც არანაირად არ აიხსნება მატერიალისტური ფილოსოფიით. მაგალითისთვის მოვიყვანოთ სამი პროფესორის დიალოგი. ერთი ამბობს:... იხილეთ სრულად

link
თემა: სული

მატერიალისტებს არა სწამთ სულის არსებობა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მას თვალნათლივ ვერ ხედავენ. ისინი, როცა სჭირდებათ, ცხოვრობენ შემდეგი პრინციპით: - რასაც ვერ ვხედავთ, მისი როგორ უნდა ვიწამოთ?! მაგრამ ისინი ასევე ვერ ხედა... იხილეთ სრულად

link
თემა: სული

თუკი ადამიანში არ არის სული, საიდან აქვს ადამიანს ისეთი გრძნობები როგორიცაა: 1. გონება – ჯილდო აზროვნებისა, განჭვრეტისა, აზრის გამოტანისა. 2. ინფორმაციის წყარო – ლაპარაკის უნარი, ზეპირი და წერილობითი. 3. ნებისყოფა –... იხილეთ სრულად

link
თემა: სული

სული და სამშვინველი სული და სამშვინველი

link
ბერი პაისი მთაწმინდელი
თემა: სული

ჭეშმარიტ ადამიანს მშვენიერი სულის შინაგანი სიწმინდე გარეგნულადაც ალამაზებს: ღვთის სიყვარულის ღვთაებრივი სიტკბოება მის გარეგნულ იერსაც ატკბობს. სულის შინაგანი სილამაზე ადამიანის სულიერად დამამშვენებელი და გარეგნულად განმწმენდელია, ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: სული

წმ. მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანისავე თქმით სარკეს წააგავს: თუ სული ხშირად იხედება ამ სარკეში, საკუთარ ნაკლოვანებათა დანახვას შეძლებს. ეს წიგნები სამკურნალო მცენარეთა მდიდრულ ნაკრებსაც შეიძლება შევადაროთ: სულს შეუძლია მათგან ყო... იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: სული

610. ჩემო მამაო! ისინი, ვინც სულების წინასწარი არსებობის შესახებ ბრძნობენ, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველზე უსირცხვილოდ ამბობენ, რომ ქრისტეშობის და პასექის დღესთან დაკავშირებით, თავის სიტყვაში ისიც იგივეს ამტკიცებს, განმარტავენ რა პირადი შეხედულებით მის ზოგიერთ გამონათქვამს და ყურადღების მიღმა ტოვებენ იმას, რაც იქ ეკლესიის გადმოცემის შესაბამისად ნათლადაა ნათქვამი, პირველი ადამიანის შექმნისა და ასევე მისი სულის და სხეულის შესახებ. რამეთუ, აი, რას ამბობს ის: „ეს რომ ეჩვენებინა, შემოქმედებითმა სიტყვამ ორი ბუნებისაგან, უხილავისა და ხილულისაგან, ერთი ცოცხალი არსება - ადამიანი შექმნა. აიღო სხეული წინასწარ შექმნილი ნივთიერებისაგან და ჩაჰბერა მასში თავის სიცოცხლე, რასაც ჩვენ გონიერ სულს და ღვთის ხატებას ვუწოდებთ“ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყვ. წ. III, გვ. 242, წ. IV გვ. 157). და სხვა მუხლებშიც ვაწყდებით მრავალ ნათელ და უეჭველ გამონათქვამს ადამიანის შესახებ, რომელიც წინასწარქმნილი მასალის და ღვთისაგან მინიჭებული სულითაა შექმნილი. ის იქვე ყოველმხრივ აქებს ადამიანის ბუნებას და სხეულისა და სულის ხსნას ღვთის ღირსეულ საჩუქარს უწოდებს და საერთოდ არ ამბობს იმას, რასაც ისინი მას მიაწერენ, რომ თითქოს სულმა დასჯის შედეგად შეიმოსა სხეული, რათა თავის ძველი შეცოდებების გამო სასჯელი იწვნიოს. და სხვა განსხვავებულ თხზულებებშიც ცხადდება, რომ მისი მიზანი ასეთი სწავლებისაგან სრულიად წმინდაა. ისინი სიხარულით ლაპარაკობენ წმ. გრიგოლიზე, ბასილი დიდის ძმაზე, რომ თითქოს მასაც იგივე აქვს ნათქვამი და ისიც უშვებს სულთა წინაარსებობას, თავისებურად განმარტავენ რა მის ზოგიერთ სიტყვას. მაგრამ ის თავის თხზულების 30-ე თავში „ადამიანის შექმნის შესახებ“, ძლიერ ეწინააღმდეგება აზრს სულის წინასწარი არსებობის შესახებ და ისევე უარყოფს მას, როგორც ნეტარი დავითი, და წმ. იოანე, და ათანასე, და ყველა სხვა მოძღვარი და მნათობი ეკლესიისა. აღდგენის შესახებ კი იგივე წმ. გრიგოლ ნოსელი ნათლად საუბრობს, ოღონდ ისე კი არა, როგორც ისინი ბრძნობენ, რომ თითქოს, ტანჯვის დასასრულს, ადამიანი თავის პირვანდელ მდგომარეობაში იქნება აღდგენილი, ანუ წმინდა გონება იქნება; არამედ ამბობს, რომ ტანჯვა შემსუბუქდება და დამთავრდება (შენიშვნა: კონსტანტინეპოლელი პატრიარქი გენადი (მე-8 ს) ამტკიცებს, რომ გრიგოლ ნოსელის წმინდა თხზულებებში ცრუ სწავლება ერეტიკოსებმა შეიტანეს). ამრიგად, მითხარი, ჩემო მამაო, რატომ არ ლაპარაკობს ასეთი ადამიანი სამართლიანად, როგორც ეს წმინდა მამას შეეფერება, რომელმაც სულიწმინდის შთაგონებით უნდა ილაპარაკოს. ასევე, ზოგიერთ მამასა და მოძღვარს შორის სამოთხის შესახებაც არაა თანხმიერება, ამბობენ რა, რომ ის არა გრძნობადი, არამედ საცნაურია, და ერთგვარი უთანხმოების პოვნა წერილების სხვა თავებშიც შეიძლება. გთხოვთ, მეუფეო, აგვიხსენი ჩვენ ეს, რომ თქვენგან განათლებულებმა, ღმერთი განვადიდოთ და ეჭვი არ შეგვეპაროს ჩვენს წმინდა მამებში იხილეთ სრულად

link

სული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

2