აღსარება - ციტატები, გამონათქვამები
აღსარება - ციტატები, გამონათქვამები აღსარება, გამონათქვამები, ციტატები
ხვრელიდან ამოსული გველი დასამალავად გარბის, რადგან გრძნობს, რომ დაარტყამენ. ასევეა ეშმაკისმიერი გულისსიტყვაც. ის შხამიანი გველივითაა და ადამიანის პირიდან გამოსვლისთანავე ქრება, უჩინარდება.
დაე, გულწრფელად მოვინანიოთ. დაე, გულახდილად და დაწვრილებით ვაღიაროთ ცოდვები. დაე, გონება მუდმივად ღვთის სამსჯავროსა და მის განაჩენზე ფიქრით იყოს დაკავებული.
შვილებო, როგორც კი ნახავთ, რომ გულისსიტყვა რაიმე ცოდვის გამო გამხელთ, მაშინვე მიიღეთ წამალი: მოინანიეთ, იტირეთ, თქვით აღსარება, რომ ამით უწინდელ და უკეთეს მდგომარეობას დაუბრუნდეთ.
თავდაცვა გაამაგრე. ყოველ საღამოს აღსარება თქვი ხოლმე სულიერ დედასთან, მორჩილება და სიმდაბლე და სიყვარული ყველასადმი. ამგვარად გასაჭირს იმსუბუქებ.
ის, ვისკენაც წყევლაა მიმართული, ამ ცხოვრებაში იტანჯება, თუმცა იგი, ვისგანაც წყევლა გამოდის, ამქვეყნადაც იტანჯება და იმ ქვეყანაშიც დაიტანჯება. რადგანაც, თუ ის არ შეინანებს და აღსარებას არ იტყვის, იქ დაისჯება ღვთისაგან, როგორც ავაზა... იხილეთ სრულად