წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
მესმა მე, ვითომც თქვენ შორის იყოს მკითხაობა. წმიდანი მამანი აღუკრძალავენ ესე ვითართა ზიარებასა, და ვინც მივა მკითხავთან, იმას თითქმის სჯულზედ უარი უთქვამს. ვინც ჭკვიანურად იფიქრებს და კარგად გამოსცდის, იგი მალე მიხვდება, როგორ ატყუებენ მკითხავები მოკლე ჭკუის კაცთა. ბევრი გამიგონია მე მათგან წახდენილი კაცი და ბევრი ავადმყოფი მათითა უმეცრებითა მომკვდარიყოს.
თემა: მკითხაობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
არა საკმაო არს სულის ცხოვნებისათვის ერთი მხოლოდ სარწმუნოება, არამედ სარწმუნოება შეერთებული საქმეთა თანა.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
თუ მართლა გულსმოდგინედ და მადლიანად ილოცე, ოდეს გამოსული ეკლესიითგან ნახავ შენს მტერსა ანუ ძვირისმოქმედსა, შენს გულში არა თუ სიძულვილს გრძნობ, არამედ შეგებრალება იგი და მზად ხარ გადაეხვიო მას კისერზედ და ყოველივე მიუტევო. გარნა უკეთუ გამოსრული ეკლესიითგან ნახე ვინმე შენი მტერი და ძვირისმოქმედი და გულში კვალად ის სიძულვილი ანუ მტერობა იგრძენ, იცოდე, რომ ლოცვა შენი ყოფილა უნაყოფო და ცრუ.
თემა: ეკლესიაში ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ნაყოფი ჭეშმარიტისა და გულსმოდგინებითისა ლოცვისა არის სულიერი წარმატება, უმჯობესობა, სულიერი სისრულე კაცისა. ჭეშმარიტი ლოცვა დაალბობს გულსა კაცისასა, გამოსცვლს ხასიათსა, გააკეთებს (კარგს გახდის) მას; როგორც სიტფო მზისა დაადნობს თოვლსა და ყინვასა და გაატფობს ჰაერსა, ეგრედვე მხურვალე ლოცვა დაადნობს და გააქრობს ვნებათა ბოროტის გულისასა.
თემა: ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ლოცვა ისრე უნდა უყვარდეს კაცს, როგორადაც საჭმელი და სასმელი უყვარს მშიერს, როგორადაც მოსწყურდება კაცსა.
თემა: ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ოდეს სდგეხარ და ლოცულობ ეკლესიაში, გული შენი გრილად არ იყოს. მლოცველი რასმე უნდა გრძნობდეს გულში. დროსა ლოცვისასა იგი უნდა გრძნობდეს ან შიშსა თვისთა ცოდვათა და უღირსებათათვის, ანუ მწუხარებასა, ანუ სიყვარულსა ღვთისასა, ანუ სიტკბოებასა, ანუ ნუგეშსა, ანუ სხვა რომელსამე სულიერსა გრძნობასა. უკეთუ გულგრილად სდგეხარ ეკლესიაში, არაფერს არ გრძნობ, ლოცვაცა შენი იქმნება გრილ, უნაყოფო.
თემა: გულგრილობა ლოცვაშიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
კითხვა, ლოცვა და გალობა მისთვის არის ეკლესიაში დაწესებული, რომელ გაიგონოს ერმა და მიიღოს აღშენება; ხოლო უკეთუ ნაცვლად ლოცვის გაგონებისა, ნაცვლად სასოებისა და სიყვარულის შეგონებისა უქმად გაატერებს კაცი ეკლესიაში დროებას, რა სარგებლობა იქმნება მისთვის ეკლესიაში დგომა. ვინც გულისხმიერად ისმენს წირვა–ლოცვას და არ დაკარგავს არც ერთს აზრსა, იგი მიიღებს დიდსა განათლებასა სულიერსა. ყოველი სჯული და სწავლა ქრისტიანობრივი გამოითქმების იმ ლოცვებში და გალობაში, რომელნიც გვესმის ეკლესიაში.
თემა: ეკლესიაში ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი