წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
წმიდათა მამათა, უდაბნოსა შინა მცხოვრებთა, რასაკვირველია, ჩვენზე უკეთ ესმოდათ, რა სახით უნდა სცხოვნდეს კაცი, და რას გვასწავლიდნენ იგინი? როგორც რომ გამოვიდოდნენ წირვითგან, ან ცისკრითგან, მაშინვე დაიწყებდნენ მუშაობასა. ერთს წამს უქმად არ გაატარებდნენ. თავის თავს თავის ხელის ნაშრომით არჩენდნენ.
თემა: შრომაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
კაცი უქმი, მცონარე, რომელსა არ უყვარს გარჯილობა, ვერ გამდიდრდება სულიერადაც. სათნოების და წმიდა ზნეობის შეძენას დიდი შრომა და მოღვაწება უნდა.
თემა: შრომაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
უმეცრება და უსწავლელობა მაინც უმეტესად უშლის კაცს მიეახლოს ქრისტესა, მისთვის, რომ უმეცარი ვერ შეიგნებს, რაი არს სწავლა სახარებისა, ხოლო განათლებულს შეუძლია დააფასოს იგი და ოდესმე მიიღოს მისი სწავლა. უმეცარს კაცს, ნაცვლად ჭეშმარიტისა ქრისტეს ჰაზრისა, გული აქვს ავსებული მარტო ცრუ აზრითა და წარმოდგენითა და ფიქრითა.
თემა: უმეცრება, უცოდინრობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
უსაშინელესი მტერი კაცისა, მისი დამღუპველი და წამხდენი არის უმეცრება და უსწავლელობა. უმეცარსა და უჭკუოსა კაცსა არასოდეს არ შეუძლია ქრისტეს თანა ყოფნა; მაშასადამე, თუ გსურს ქრისტეს თანა ყოფნა, შეუდეგი სწავლასა და ჭკუის განათლებასა.
თემა: უმეცრება, უცოდინრობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
თუ ჭკუა არ გაანათლე, ვერ დააფასებ მაცხოვრის სწავლასა და ვერ შეიტყობ მას გულითა. მასასადამე ეცადე, ძმაო, რაც შეგიძლია, გაანათლო სული შენი სწავლითა. პირველი და საღმრთო მოვალეობა კაცისა ის არის, რომ ჭკუა და გონება განათლებული ჰქონდეს სწავლითა.
თემა: განათლება, ცოდნაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
კაცის ბუნებასა, ძმანო ქრისტიანენო, ორი უმთავრესი ნიჭი, ანუ თვისება აქვს: აზრი და საქმე, ფიქრობა და მოქმედება. აჰა, ორნი კერძონი კაცის ბუნებისა. აზრითა, ანუ ფიქრითა შენითა, შენ უნდა იყო მონაწილე და თანახმა ქრისტეს აზრისა და სწავლისა; მოქმედებითა ანუ ნებითა შენითა უნდა იყო თანამშრომელი და თანაშემწე მისი.
თემა: ადამიანიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სწავლა მაცხოვარისა არის ჭეშმარიტი, ღვთისაგან მოვლინებული. ვინც უარყოფს ამ სწავლასა, იგი უარყოფს თვით ღმერთსა, მისთვის, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება. მაშასადამე, იმ კაცს ჭეშმარიტება სძულს და უყვარს სიცრუე. საშუალო გზა არ არის კაცისათვის: იგი ან უნდა იყოს ჭეშმარიტების მორჩილი ან მტერი; ვინც მიიღებს და დაემორჩილება ჭეშმარიტებას, იგი არის ქრისტესთან, ვინც არა, იგი არის მისი მტერი.
თემა: ჭეშმარიტებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ხორციელსაცა და სულიერსაცა წარმატებასა და ბედნიერებასა აქვთ ერთი და იგივე საფუძველი – შეურყეველი მხნეობა და დაუძინებელი შრომა სულიერი და ხორციელი. შეიძინე ესენი თუ გსურს ბედნიერება.
თემა: ბედნიერებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი