კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე
კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და
727. როდესაც მამები რომელიმე საქმის განსჯას მომანდობენ, მე კი მაინცდამაინც ვერ ვენდობი საკუთარ თავს, როგორ მოვიქცე: უარი ვუთხრა, თუ დავთანხმდე მათ წინადადებას? ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ, თუ ჯერ მცოდნეებს ვკითხო და შემდეგ წარმოვთქვა ჩემი აზრი? იხილეთ სრულად
722. როდესაც მამებთან ერთად სადილობა მომიწევს და რომელიმე მათგანი წინამდებარე საჭმელს აკურთხებს, ჭამა რომ დავიწყო, უნდა ვუთხრა მას: „მაკურთხე“ და დაველოდო, სანამ ის ხელახლა მაკურთხებს ჭამისათვის, თუ პირველ კურთხევას დავჯერდე? ზოგჯერ, როდესაც ამას ვთხოვ, მისი გონება სხვა რამით არის დაკავებული და აყოვნებს პასუხის გაცემას, მე კი ყოველთვის ვწუხვარ ამაზე. ასევე, სანამ საკვებს შევეხები, ჯვარი უნდა გადავსახო მას თუ არა? იხილეთ სრულად
721. როდესაც მამებთან მივალ და დარჩენას მაიძულებენ, მე კი აუცილებელ საქმეზე ვარ წასასვლელი, როგორ მოვიქცე?
719. როდესაც მამებთან ან ერისკაცებთან ერთად ტაძართან ახლოს ვზივარ და სამწმინდაოს გავიგონებ, ავდგე და შევახსენო ჩემს გვერდით მსხდომებს თუ არა?
718. როდესაც ვლოცულობ ან ფსალმუნთა გალობაში ვვარჯიშობ და გულის უგრძნობელობის გამო წარმოთქმული სიტყვების ძალას ვერ ვგრძნობ, მაშინ რა სარგებლობა მოაქვს ასეთ ლოცვას?