წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სად არიან საწყალნი? მე არ ვიცნობ მათ, – მეტყვის ვინმე. მოძებნე, შეიტყვე! უსაწყლესი ყოველთა გლახაკი ის არის, რომელი შენთან ვერ მოვა და შენ ვერ შეგაწუხებს. მოწყალების გაცემასაც უნდა ჭკუა და სიბრძნე. არა ყოველი გლახაკი არის ღირსი შებრალებისა. ვინც ზარმაცობით და ცუდის ცხოვრებთ თავი გაიფუჭა და წაიხდინა, იგი არ არის ღირსი შებრალებისა. ზოგიერთს კაცს რომ მოწყალება მისცე, თითქმის ცოდვაც არის; გარნა ვინც არა თავის ბრალით, არამედ რომელითამე უბედურითა შემთხვევითა შთავარდა სიღარიბეში, იგი არის ღირს შებრალებისა და მოწყალებისა, ვინაითგან, ვიდრემდის მას ქონდა ღონე და სიმართლე, არავის აწუხებდა. სად არიან საწყალნი? მე არ ვიცნობ მათ, –

ქალნი ფრიად მოყვარენი არიან ყოვლისა განკითხვისა, ავად ხსენებისა და ჭორისა. ზოგიერთის ქალისათვის თითქმის დღიური საზრდო არის ბოროტ სიტყვაობა და ცუდად ხსენება მოყვასისა. არა მიმხედველნი მისა, რომელ ყოვლის ქალისათვის კეთილი სახელი უძვირფასეს არს თვით სიცოცხლისა, იგინი არა დასცხრებიან მოგონებად და გაგონებად ერთი მეორეზედ ცუდის ხმისა და ამბისა. ქალნი ფრიად მოყვარენი არიან ყოვლისა

კაცი დაიპყრობს ყოველსა ბუნებასა, მხეცთა და ფრინველთა და ქვეწარმავალთა და თევზთა; გარნა ზოგჯერ ვერ დაიმორჩილებს ენასა თვისსა; ორღანოითა მით, რომლითა აკურთხევს კაცი ღმერთსა, ხშირად სწყევლის იგი მოყვასსა თვისსა, რომელი შექმნილ არს მზგავსად და ხატად ღვთისა, ერთისა და იგივე პირისაგან გამოვალს წყევა და კურთხევა. კაცი დაიპყრობს ყოველსა ბუნებასა, მხეცთა და

ყოველთა მათ ცოდვათაგან, რომელთა კაცი იქმნს ენითა თვისითა, უმეტესად გახშირებულ არს ჩვენ შორის განკითხვა ანუ ცუდად ხსენება მოყვასისა, რომელსა დაბიურად ეწოდება ჭორი. ცოდვა იგი მით უმეტესად არის მძიმე და სამწუხარო და ფრიად განვრცელებულ ჩვენ შორის, რომელ იგი თითქმის არავის არ მიაჩნია ცოდვად. არავინ არ ფიქრობს, რომელ სცოდავს, ოდეს იგი განიმეორებს და განავრცელებს მრავალთა ცუდთა ხმათა და ამბავთა, რომელნი მას ესმა სხვადასხვათა კაცთა ზედა. ყოველთა მათ ცოდვათაგან, რომელთა კაცი იქმნს

კაცი მრავალფერად სცდება და ხშირად სცოდავს, გარნა ვინც არ სცოდავს სიტყვითა თვისითა, ვისაც შეუძლიან აღვირსხმა ენისა თვისისა, იგი არის სრული კაცი და შემძლებელი დამორჩილებად ყოველთა სხვათა თვისთა ვნებათა. კაცი მრავალფერად სცდება და ხშირად სცოდავს

ენითა თვისითა ყოველს კაცს შეუძლიან მრავალფერად და ხშირად შესცოდოს ღმერთსა. დიდი ყურადღება და მეცადინეობა უნდა იხმაროს კაცმან, რომელსა ჰსურს განრინება ენით შეცოდებისა და კეთილად მართვა სიტყვათა თვისთა. ენითა თვისითა ყოველს კაცს შეუძლიან

თუ ღარიბი და საწყალი ხარ, ვის აბრალებ ამას? ღმერთი არ არის ამის მიზეზი. არამედ, იქნება შენვე, შენი ცოდვა, სიზარმაცე, ანუ სხვა რომელიმე სოფლიური გარემოება. თუ ღარიბი და საწყალი ხარ, ვის აბრალებ ამას?

ის საუნჯე მადლისა, განათლებისა და ცხოვნებისა, რომლითაც გაგვამდიდრა უფალმან, თანასწორ არის განყოფილი ყოველთა კაცთა შორის, ვითარცა მდიდართა, ეგრედვე ღარიბთა და საწყალთა ზედა. ერთბაშდ ყოველთა მიანიჭა ღმერთმა სულიერი ნიჭი. მაშასადამე სულიერსა საქმესა შინა ყოველნი თანასწორნი არიან და ყოველი ადამიანი უნდა მადლობდეს ღმერთსა. ის საუნჯე მადლისა, განათლებისა და ცხოვნებისა

ბედსა და უბედურებასა შინა მყოფი მარადის მადლობდე ღმერთსა ბედსა და უბედურებასა შინა მყოფი მარადის

უმაღლესი კეთილის მოქმედი ჩვენი არის ღმერთი. მისგან ჩვენზედა ზეგარდამოვალს ყოველი კეთილი. მისი მადლობის და დიდების მიმცემი უნდა იყოს ყოველი სულდგმული კაცი ქვეყანასა ზედა. „მადლობა ღმერთსა, დიდება ღმერთსა!“ ეს ორი სიტყვა მარადის უნდა იყოს გულსა შინა და ბაგესა შინა შენთა. უმაღლესი კეთილის მოქმედი ჩვენი არის ღმერთი.

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1