ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ლოცვა უმთავრესი და უდიდესი ძალაა, რომელიც მლოცველს ააღორძინებს და მას სულიერ და ხორციელ სიჯანსაღეს ანიჭებს.
ლოცვას შინაური და გარეშე მტრები ჰყავს. პირველი მტერი – ეს თავისმოყვარეობა საკუთარი თავის მიმართ არასწორი სიყვარულია. ის სამი სახით ვლინდება: როგორც პატივმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა და ავხორცობა, ანუ სიამოვნებისაკენ სწრაფვა.
ლოცვა სუნთქვაა. თუ ადამიანი სუნთქავს, იგი ცოცხლობს, თავის ცხოვრებაზე ზრუნავს. ახალბედა მლოცველი მთელი თავისი ცხოვრების გამოსწორებას სულიერი მამის წინამძღვრობით იწყებს. როგორც ამომავალი მზე აღვიძებს, ანათებს და აცოცხლებს ქმნილებებს... იხილეთ სრულად
ლოცვა სულს ღმერთთან აახლოებს, იქ კი სიცოცხლის ფესვია; სულისაგან სხეულიც ეზიარება იმავე სიცოცხლეს. შემუსვრილი სული, სინანულის განცდა და ცრემლი კი არ ამცირებენ ჩვენს ძალებს, არამედ გვმატებენ.
ლოცვა სინანულის გრძნობის გარეშე – ეს არა მოწიწებული საუბარი, არამედ თავხედური გამოწვევაა ღმერთისა. უფალი წმიდაა, ჩვენ კი ცოდვილნი, ამიტომ მივუახლოვდეთ ალს და არ დავიწვათ, ეს მხოლოდ სინანულის მეშვეობით შეგვიძლია.
ლოცვასაც სათნოება ეწოდება, თუმცა ის არის სათნოებათა დედა, რამეთუ ქრისტესთან შეერთებით შობს მათ.
ლოცვა საომარი იარაღია დემონების, ვნებების, ცოდვის და საერთოდ ყოველივე იმის წინააღმდეგ, რაც ჩვენს გადარჩენას გზად ეღობება. არ შეცდები, რადაგანაც იქ სიმშვიდეს, გადარჩენასა და უსაფრთხოებას პოულობს გემი, რომელსაც ქარიშხლის დროს ... იხილეთ სრულად
ლოცვა სამგვარი არსებობს: ბაგისმიერი, გონებისმიერი და გულისმიერი. პირველი გამოითქმის ბაგით, მაგრამ გონება მიმოვალს აქეთ–იქით. მეორე შემთხვევაში გონებაც მონაწილეობს ლოცვაში. გულის ყურადღებით შემჭიდროება არ არის საჭირო. თუკი ყურადღებ... იხილეთ სრულად
ლოცვა, რომელიც სრულდება გულმოდგინებით, მხნეობით, მოწიწებით, რწმენით, ლმობიერებით და ყურადღებით – კეთილი და სასარგებლოა. ეშმაკი სხვადასხვა საშუალებით ებრძვის მათ, ვინც ლოცულობს, ხოლო ვინც არ ლოცულობს, ისინი უყვარს. ლოცვით ადამიანი ... იხილეთ სრულად
ლოცვანისა და ფსალმუნების გარეშე ყოფნა არ შეიძლება. მათი კითხვით ისევე თბება გული, როგორც ღუმელში ცეცხლის შეკეთებით ძლიერდება შესუსტებული ცეცხლი, მაგრამ როდესაც გული გათბება და საოცარი გრძნობა დაეუფლება მთელ სულს, მაშინ შეწყვიტეთ კ... იხილეთ სრულად