საეკლესიო ლოცვა ყოველთვის ბიბლიურია, ანუ გამოიხატება წმიდა წერილის ენით, სახეებითა და სიმბოლოებით.
საეკლესიო ლოცვა ყოველთვის ბიბლიურია, ანუ გამოიხატება წმიდა წერილის ენით, სახეებითა და სიმბოლოებით. თუკი ბიბლია საკუთარ თავში საღვთო გამოცხადებას შეიცავს, ამავე დროს ის არის ამ გამოცხადებაზე ადამიანის პასუხის შთამაგონებელი და ამიტომ ადამიანური ლოცვის, დიდებისმეტყველებისა და თაყვანისცემის გამოხატვის და მისი არსის შთამაგონებლადაც გვევლინება. მაგალითისთვის ფსალმუნები ავიღოთ; მათი დაწერით ადამიანს სინანულის გამოხატვა სურს, როდესაც სურს, მთელი თავისი შეძრწუნებული არსებით ღვთის გულმოწყალებას მოუხმოს. იგი საკუთარი ლოცვისა და სინანულის ერთადერთ სრულყოფილ გამოხატულებად ორმოცდამეათე ფსლმუნს მიიჩნევს: „მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა...“ რა მდომარეობაშიც არ უნდა წარდგეს ადამიანი ღვთის წინაშე – სიმყუდროვეში თუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, ღმერთთან ყოფნის სულისშემძვრელი სიხარულიდან დაწყებული, ადამიანური სასოწარკვეთილების სიღრმით დამთავრებული, დევნულებაში, ცოდვასა თუ სნეულებაში, თავისი ლოცვის სრულყოფილ გამოხატულებას ის პოულობს ამ ერთადერთ წიგნში, რომელიც სწორედ ამის გამო ყოველთვის წარმოადგენდა ეკლესიის ყოველდღიურ საკვებს, მისი ლოცვისა და თვითგანსწავლის საშუალებას.
|