როდესაც ვინმე გეტყვის – „ილოცე ჩემთვისო“, თქვი გულში: „ღმერთმა შეგვიწყალოს ჩვენ“ და ეს საკმარისია. ხოლო მისი მუდმივად მოხსენიება არ არის შენი საქმე, არამედ (სულიერ) სრულყოფილებაზე მიღწერულთა, რომელთაც ძალუძს ერთმანეთისთვის ლოცვა.
როდესაც ბაგით ლოცულობ, ილოცე გონებითაც, ანუ გონება დაუმორჩილე ლოცვის სიტყვების ძალას. თუ უძლურებით ან მტრის მანქანებით ლოცვის დროს გაგიტაცებს სხვა საგანზე ფიქრი, მაშინ შენი გაუფრთხილებლობის შეცნობისთანავე მხურვალედ ჩაუღრმავდი ლოცვ...
იხილეთ სრულად
როდესაც ბაგით ლოცულობ, ილოცე გონებითაც, ანუ გონება დაუმორჩილე ლოცვის სიტყვების ძალას. თუ უძლურებით ან მტრის მანქანებით ლოცვის დროს გაგიტაცებს სხვა საგანზე ფიქრი, მაშინ შენი გაუფრთხილებლობის შეცნობისთანავე მხურვალედ ჩაუღრმავდი ლოცვას; ყოველთვის ასე მოიქეცი და ნახავ სარგებლობას. გონების სიმტკიცე და სიფხიზლე სულში მადლის განსაკუთრებულ ნაყოფს გამოიღებს.
როგორ წაგადგება ლოცვა ცხოვრების გაეკლესიურებაში და როგორ უნდა მიუდგე მის შესწავლას? ლოცვას სულიერ ხელოვნებას უწოდებენ; ჭეშმარიტად, ეს ხელოვნებაა, რომელიც ხანგრძლივ, გულმოდგინე სწავლას ითხოვს. ლოცვითი განწყობა ბევრს ეუფლება ხოლმე, ...
იხილეთ სრულად
როგორ წაგადგება ლოცვა ცხოვრების გაეკლესიურებაში და როგორ უნდა მიუდგე მის შესწავლას? ლოცვას სულიერ ხელოვნებას უწოდებენ; ჭეშმარიტად, ეს ხელოვნებაა, რომელიც ხანგრძლივ, გულმოდგინე სწავლას ითხოვს. ლოცვითი განწყობა ბევრს ეუფლება ხოლმე, მაგრამ სხვა რამ არის მოიპოვო ლოცვა, როგორც მუდმივი და ჩვეული სულიერი მდგომარეობა.
როგორ უნდა გაიგოს მლოცველმა რომ მისი ლოცვა დაეხმარა მოყვასს?
მლოცველი მიხვდება ამას იმ საღვთო ნუგეშის მეშვეობით, რასაც შეიგრძნობს საკუთარ თავში მის მიერ აღსრულებული გულისმიერი, ტკივილით აღსავსე ლოცვის შემდეგ. თუმცაღა, თავიდა...
იხილეთ სრულად
როგორ უნდა გაიგოს მლოცველმა რომ მისი ლოცვა დაეხმარა მოყვასს?
მლოცველი მიხვდება ამას იმ საღვთო ნუგეშის მეშვეობით, რასაც შეიგრძნობს საკუთარ თავში მის მიერ აღსრულებული გულისმიერი, ტკივილით აღსავსე ლოცვის შემდეგ. თუმცაღა, თავიდან სხვა ადამიანის ტკივილი საკუთარ ტკივილად უნდა ვაქციოთ, ამის შემდეგ კი აღვასრულოთ გულისმიერი ლოცვა. სიყვარული საღვთო თვისებაა, იგი აუწყებს მოყვასს. ასეა საავადმყოფოებშიც – თუ ექიმები და მედდები მართლაც განიცდიან ავადმყოფების გ...
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ლოცვა ეს არის შეხვედრა. ეს არის ღრმა ურთიერთობა, რომელიც არ შეიძლება აიძულო ან საკუთარ თავს და ან ღმერთს. თვით ის ფაქტი, რომ ღმერთს შეუძლია აშკარად გვაგრძნობინოს თავისი მყოფობა, ან თავი...
იხილეთ სრულად
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ლოცვა ეს არის შეხვედრა. ეს არის ღრმა ურთიერთობა, რომელიც არ შეიძლება აიძულო ან საკუთარ თავს და ან ღმერთს. თვით ის ფაქტი, რომ ღმერთს შეუძლია აშკარად გვაგრძნობინოს თავისი მყოფობა, ან თავისივე არყოფნის გრძნობით დაგვტოვოს, უკვე ამ რეალური, ცოცხალი ურთიერთობის ნაწილია. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ჩვენთან შესახვედრად მექანიკურად გამოგვეძახებინა ღმერთი, გვეიძულებინა იგი, შეგვხვედროდა მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ ე...
ო, ადამიანო, ისწავლე ქრისტესმიერი მორჩილება და უფალი მოგცემს შენ ლოცვის სიტკბოების განცდას. თუ გინდა სუფთად ილოცო, იყავი მორჩილი, თავშეკავებული, სუფთად თქვი აღსარება და შეგიყვარებს შენ ლოცვა. იყავი გამგონე, მადლიანი კეთილი სინდისი...
იხილეთ სრულად
ო, ადამიანო, ისწავლე ქრისტესმიერი მორჩილება და უფალი მოგცემს შენ ლოცვის სიტკბოების განცდას. თუ გინდა სუფთად ილოცო, იყავი მორჩილი, თავშეკავებული, სუფთად თქვი აღსარება და შეგიყვარებს შენ ლოცვა. იყავი გამგონე, მადლიანი კეთილი სინდისით დაემორჩილე ხელისუფლებას და იყავი კმაყოფილი ყველასი. აი, მაშინ შენი გონება გასუფთავდება ამაო ზრახვებისაგან. გახსოვდეს, რომ გხედავს უფალი და იყავი შიშში, რომ არ აწყენინო რაიმეთი ძმას; არ განიკითხო იგი, არ დაადარდიანო თუნ...