თემა: ლოცვა

ლოცვა ღმერთთან საუბარია. როცა ლოცვის სიხარულს ვიგრძნობთ, ვიგრძნობთ სულიერ დღესასწაულსაც. ესაა

ლოცვა ღმერთთან საუბარია. როცა ლოცვის სიხარულს ვიგრძნობთ, ვიგრძნობთ სულიერ დღესასწაულსაც. ესაა სამოთხის წინასწარი ხილვა. ბევრი ღვაწლია საჭირო, რომ იგრძნო ეს სიხარული. თუ ბევრს ილოცებ, ღმერთი მოგცემს ამ სიხარულს. ლოცვას ადამიანი ღვთის ჭვრეტის სიმაღლემდე აჰყავს. ჩემი ბერი მიხეილი ცისკროვნდებოდა ლოცვისას და როცა ამას აღწევდა, უკვე სიტყვით კი არა ლოცულობდა, არამედ – სულით. სიტყვა ცეცხლის დასანთებ საშუალებას ჰგავს, რომელიც საჭიროა, ვიდრე ცეცხლი დაინთება, როგორც კი ცეცხლი გაჩაღდება, ე.ი. როცა სინანული და თავმდაბლობა იბადება, ადამიანი დუმს, ის გრძნობს უფალს საკუთარ თვში და უსმენს მას. და ცრემლიც იღვრება. და ადამიანი ამ დროს ღრმა სულიერ მდგომარეობაშია ლოცვით, წმინდა ექსტაზით და ამოოხვრით.
 
თემატური კითხვები
0