სულიერი მდელო
Loading..
image

თემა: გულისთქმანი,  ღმერთი

ღვთის ყოვლისმხილველი თვალისგან ვერ დაიფარება არა მხოლოდ აშკარა, ან კაცთაგან ხილული რამ, არამედ ჩვენი საიდუმლო საქმენი და - არა მხოლოდ საქმენი, არამედ - თავად ჩვენი გულისთქმებიც კი (აპოკ. 2, 23, ებრ. 4, 13).
link
image

თემა: ღმერთი

წარმოიდგინეთ ყველაზე ბნელი ღამე, ყველაზე შავი მარმარილო და ყველაზე მუქი ჭიანჭველა. ასეთ უვარსკვლავო ღამეში, ასეთ მარმარილოზე ღმერთი არა მხოლოდ ხედავს მასზე მოსიარულე ჭიანჭველას, არამედ ესმის მისი ფეხის ხმა
link
image

თემა: ღვთის სათნო ყოფისათვის,  ცოდვა

თუკი მეფის წინაშე თავს უბრალო დაუდევრობის უფლებას არ ვაძლევთ, განსაკუთრებით - უწესობისა, არამედ ვცდილობთ, რომ ყოველი ჩვენი სიტყვა, ყოველი მოძრაობა მისთვის სასიამოვნო იყოს: მით უმეტეს ის ადამიანი, ვისაც წარმოუდგენია, რომ ყოველთვის ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ღმერთი,  ცოდვა

თუ შენივე მსგავსი ცოდვილებისა გრცხვენია, რომ მათ ცოდვის ჩადენისას არ გნახონ, რაოდენ მეტად უნდა გეშინოდეს უფლისა, რომელიც სრულყოფილად ჭვრეტს შენი გულის დაფარულ ზრახვებს
link