მოიძებნა 541 ჩანაწერი
ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
შრომა თქვენი არ დაიკარგება ამაოდ. გარნა, მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი იქნება დაფუძნებული სიმართლესა და პატიოსნებასა ზედა.
თემა: შრომაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ენით შეცოდება ადვილი არის, დიდს შრომას არ მითხოვს, და თუ ენა დაიმორჩილა კაცმა, მაშინ სხვა ცოდვასაც ადვილად წინააღუდგება.
თემა: სიტყვა, ენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
კაცი უქმი, მცონარე, რომელსა არ უყვარს გარჯილობა, ვერ გამდიდრდება სულიერადაც. სათნოების და წმიდა ზნეობის შეძენას დიდი შრომა და მოღვაწება უნდა.
თემა: შრომაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი