მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
საუკუნო განსვენება მათთვისაა, ვინც სხვადასხვა მწუხარებას დაითმენს. „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“ (მათ. 11, 28), – ამბობს უფალი.
ქრისტიანთა სნეულება, მწუხარება და ტანჯვა სულის განწმენდასა და ცოდვების მიტევებას ემსახურება.
როგორც ექიმი აჭირვებს ავადმყოფს ოპერაციებით, მწარე წამლებით, სხეულის ასოების მოკვეთით და ა. შ. – რა თქმა უნდა, მისი განკურნების მიზნით და არა ბოროტების გამო – ასევე ღმერთიც, ჩვენი სულისა და ხორცის მკურნალი, ყოველგვარი წამლით, მწუხ... იხილეთ სრულად
ღმერთი ჩვენს სასარგებლოდ გვწვრთნის, რომ მის სიწმინდეს ვეზიაროთ. უფალი თავის მოყვარულ ერთგულ მონებს სხვადასხვაგვარი მწუხარებით საუკუნო დიდებას უმზადებს.
ნეტარია, შვილო, ვინც ამ ცხოვრების მწუხარებებს მოთმინებითა და ღვთისადმი მადლიერებით იღებს. უფალი ამგვარი მწუხარებით უკვდავ სულს თავისი სასუფევლის საუკუნო სიკეთის მისაღებად ამზადებს.