გონება - ციტატები, გამონათქვამები
გონება - ციტატები, გამონათქვამები გონება, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
14. როცა გონება ღვთის სიყვარულში წარმატებულია, მაშინ ბოროტი სული მის დაბრკოლებას იწყებს და ისეთ აზრებს შთააგონებს, რომელთა გამოგონებაც არც ერთ ადამიანს ძალუძს, გარდა ბოროტი სულის მამისა, დემონისა. ყოველივე ამას ღვთისმოყვარე ადამია... იხილეთ სრულად
5. გონების ვნებათაგან სავსებით გასათავისუფლებლად ისე, რომ მას გონებაგაუფანტავი ლოცვა შეეძლოს, არაა საკმარისი მხოლოდ ღვაწლი, თუ მას სხვადასხვა სახის სულიერი შემეცნება არ ახლავს. პირველი გონებას თავშეუკავებლობისა და სიძულვილისაგან ა... იხილეთ სრულად
2. გონებას, რომელიც ხანგრძლივადაა მოცული რაიმე გრძნობადზე ფიქრით, რა თქმა უნდა, მისდამი ან წადილის, ან მჭმუნვარების, ან მრისხანების, ან გულისწყრომის ვნება გააჩნია და, თუკი არარაობად არ შერაცხს იმ საგანს, მაშინ ვნებისაგან ვერ განთა... იხილეთ სრულად
100. როცა გონება უფლისმიერია, მაშინ, სიყვარულით ანთებული, იგი თავიდან ღვთის, როგორც არსების, შეცნობას ცდილობს, მაგრამ ნუგეშს პოულობს არა იმის შემეცნებით, რაც უფალშია, რამეთუ ეს ყველა ქმნილი არსებისათვის შეუძლებელი და დაუტეველია, ა... იხილეთ სრულად
98. ხილული საგნების ჭვრეტისას გონება ან მათ ბუნებრივ თვისებებს იკვლევს, ან იმას, რაც მათი მეშვეობით განიდიდება, ან კიდევ ეძებს თავად მათ მიზეზს. 99. უხილავ საგანთა შემეცნებაში ვარჯიშისას კი გონება ცდილობს, გაიგოს მათი ბუნ... იხილეთ სრულად
97. წმინდაა გონება ან ადამიანურ საკითხებზე უმწიკვლოდ ფიქრისას, ან ხილულის ბუნებრივი შემეცნებისას, ან უხილავის შემეცნებისას, ანდა წმინდა სამების შუქზე.
95. როგორც მზე თავისი ამოსვლით ანათებს სამყაროს და განაცხადებს თავის თავსაც და თავის მიერ განათებულ საგნებსაც, ასევე ჭეშმარიტების მზე (უფალი) გამობრწყინდება რა წმინდა გონებაში, განაცხადებს როგორც თავის თავს, ასევე ყოველივეს მისგან... იხილეთ სრულად
90. როგორც მგრძნობიარე თვალს იზიდავს ხილულ საგანთა სიმშვენიერე, ასევე წმინდა გონებას - უხილავის შემეცნება. უხილავს მე უსხეულოს ვუწოდებ.
87. წმინდა გონება ჩაწვდება რა საგნებს, ესწრაფვის მათ სულიერ განჭვრეტას, ხოლო, როცა სიზარმაცის შედეგად გაუწმინდურდება, საგნებს უბრალოდ წარმოისახავს, ხოლო რაიმე ადამიანურს ბილწი და ბოროტი გულისთქმების მიხედვით აღიქვამს.
86. როცა გონება სავსებით განიწმინდება ვნებათაგან, მაშინ ის დაუბრკოლებლად მიიწევს ჭეშმარიტების განჭვრეტისაკენ, მისი მიზანია, შეიცნოს წმინდა სამება.