ზიარება - ციტატები, გამონათქვამები
ზიარება - ციტატები, გამონათქვამები ზიარება, გამონათქვამები, ციტატები
ზიარება უდიდესი საიდუმლოა. ზიარებისას ჩვენში ვიღებთ მეუფესა ზეცათასა და ქვეყანისასა, რომლის ძალა და ძლიერებაც საზღვარდაუდებელია. ამით კი გვენიჭება მადლი სიკეთის ქმნისა.
ყოველი ქრისტიანი თვეში ერთხელ მაინც უნდა ეზიაროს, რომ სულიერად განმტკიცდეს. ეს საიდუმლო ეხმარება ადამიანს ნაკლოვანებათა, ვნებათა დაძლევაში, ხილულ და უხილავ მტერთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
მაზიარებელნი, უერთდებიან რა მაცხოვარს, მისი საშუალებით უკავშირდებიან ერთმანეთს მტკიცე ორგანული კავშირით და ქმნიან ქრისტეს ერთიან მისტიურ და ამავე დროს რეალურ სხეულს - ეკლესიას.
რა არის ზიარება და რატომაა იგი აუცილებელი? წმ. ზიარება თვით უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა საიდუმლო სერობისას. წმ. მოციქულის, ლუკას, სახარებაში ვკითხულობთ: იესო ქრისტემ მოიღო პური, ჰმადლობდა, და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს... იხილეთ სრულად
მღვდლის წინაშე თქმული აღსარება აუცილებელი პირობაა სინანულისა, რადგანაც მოძღვარს ღვთისაგან აქვს მინიჭებული უფლება ცოდვათა მიტევებისა. ზოგჯერ ამბობენ: რა საჭიროა ეკლესიაში მღვდელთან მისვლა? განა არ შეიძლება თვით უფალს უთხრა შენი ცოდ... იხილეთ სრულად
ქრისტეს დაბადებით სამყარო ზემიწიერს, ზექვეყნიურს ეზიარა. შენ ვერასდროს ვერ შეიტყობ ამას, თუ სასწაულთმოქმედი ბარძიმიდან თავად არ შესვი ის მაცოცხლებელი მადლი, რომელიც სულიერ წყურვილს კლავს. შესვი და აღარასდროს არ მოგწყურდება, შესვი ... იხილეთ სრულად
დაფიქრდი იმ ერთ ნიჭზე, რომლის მთელი ღირებულება ცხადდება მაშინ, როდესაც შენში სამი რამ შეერთდება: ამ ნიჭის მთელი დიდებულების შეცნობა, სიყვარული იმის მიმართ, ვინც ამ ნიჭს მოგმადლებს, და შემეცნება მის მიერ მოტანილი სარგებელისა. ეს სა... იხილეთ სრულად
იფიქრე, საყვარელო, იმ სიყვარულის შესახებ, რომელსაც ღმერთი გიმჟღავნებს და ღვთაებრივი ზიარების შესახებაც. ამ საიდუმლოში მისი სიყვარული სრულყოფილების საზღვარს აღწევს, როგორც ბრძანებს იოანე მახარებელი: "შეიყუარა თვისნი იგი ამას სოფელს... იხილეთ სრულად
იფიქრე საყვარელო, იმ სარგებელის შესახებ, რომელსაც საღმრთო ევქარისტია გაძლევს, ამ ძღვენს "ზიარება" ეწოდება. მისი საშუალებით ვხდებით ყოველგვარი მადლის ზიარნი, უპირველეს ყოვლისა კი – ქრისტეს მეუფებისა. ამის შესახებ ბრძანებს სწორედ ღი... იხილეთ სრულად