956. რა სათნოებებს ითხოვს ღმერთი ნათელღებული ადამიანისაგან?
69. როგორ მოვიქცე, თუ ხორციელ უძლურებაში ვიმყოფები და მარხვა არ შემიძლია?
106. როგორ მოვიქცე, როცა არ შემიძლია მოვიშორო გულის ფარული არაწმინდებანი?
405. რა ცოდვების ჩადენა შეუძლია ადამიანის ენას?
იხილეთ სრულად
ცოდვა, რომელსაც ენა სჩადის, ფრიად მრავალფეროვანია. განრისხდი? ენა წინ გაგისწრებს. ავხორცობამ შეგიპყრო? უწინარეს ყოვლისა შუამავლად ენა გეყოდება, რომელიც შემწეა ცოდვის ჩადენისას და მახლობელთა მაცდუნებელი. ენას იყენებ შენ, აგრეთვე, იარაღად უსამართლობისათვის, როცა იგი გულიდან როდი ლაპარაკობს, არამედ სხვათა მოსატყუებლად. მაგრამ რისთვისღა ჩამოვთვალო ყველა ცოდვა, რომელთა ჩადენაც კი ენას შეუძლია? ჩვენი ცხოვრება აღსავსეა იმგვარი შემთხვევებით, როცა ცოდვით...
link
281. რომელია უპირველესი რჩევა – დარიგებანი ღვთისმოსაობის შეძენისათვის?
იხილეთ სრულად
აი, უპირველესი რჩევა – დარიგება ღვთისმოსაობის შეძენისათვის: შეეცადე დაძლიო ენა, თავი შეიკავო ვერაგული ზრახვებისაგან, ბოროტებას ზურგი შეაქციო, რადგანაც ბოროტებასთან განშორება იმას კი არ შეეფერება, ვინც სრულყოფილია, არამედ იმას, ვინც ჯერ მხოლოდ იწყებს; მან უნდა აიღოს ხელი ბოროტებისაკენ სწრაფვაზე. თავდაპირველად, ვითარცა ბოროტი გზა, ისე უნდა დათმოს ჩვევა უკეთური ცხოვრებისა და შემდეგ შეუდგეს კეთილ საქმეებს, რადგანაც შეუძლებელია სიკეთის ქმნა მანამ, სან...
link
472. ზოგჯერ, ვინმესთან საუბრის დაწყებისთანავე მტერი მაშფოთებს და როგორ მოვიქცე არ ვიცი. თუ, როგორც შენ მითხარი, საუბრის ავკარგიანობის განსახილავად და გასააზრებლად შევჩერდები, მაშინ მოსაუბრემ შესაძლოა მოულოდნელად შეწყვეტილი საუბრის გამო განმიკითხოს
იხილეთ სრულად
472. ზოგჯერ, ვინმესთან საუბრის დაწყებისთანავე მტერი მაშფოთებს და როგორ მოვიქცე არ ვიცი. თუ, როგორც შენ მითხარი, საუბრის ავკარგიანობის განსახილავად და გასააზრებლად შევჩერდები, მაშინ მოსაუბრემ შესაძლოა მოულოდნელად შეწყვეტილი საუბრის გამო განმიკითხოს.
link
5. ძმამ კიდევ ჰკითხა: მითხარი, ჩემო მამაო, რატომაა რომ ზოგიერთები სხეულს თავშეკავების ღვაწლით აუძლურებენ, მაგრამ მათზე ვნებები ბატონობენ, როგორიცაა: მრისხანება, მტრობა, სიძუნწე; ზოგიერთი სათნო ადამიანი კი ჭამს და ღვინოსაც სვამს, მაგრამ მათში არანაირი ცოდვა არ ჩანს. რას ნიშნავს ეს?
იხილეთ სრულად
ნეტარმა კი უთხრა: ფრიად მმარხველებს, მაგრამ გამოუსწორებლებს, როგორც მე ვფიქრობ, ჩემო შვილო, ეს საკუთარი ბაგეების გამო ემართებათ. რამეთუ ის, ვინც ყოველთვის არ იცავს თავის ბაგეებს, მთელი წელიც რომ იმარხულოს, არანაირ სარგებელს არ იღებს. ასე რომ, თუ ეშმაკი მრისხანებისთვის გაღიზიანებს, არაფერი არ თქვა და შენ გაიმარჯვებ ვნებაზე. თუ მტერი კვლავ შურისთვის აღგძრავს, ცილს ნუ დასწამებ და შენ დაამარცხებ ბოროტს. რამეთუ შურის ნაყოფი ცილისწამებაა. თუ მაცთუნებელ...
link
473. ჩემო მამაო, შენ მითხარი, აზრი საუბრის დაწყებამდე გამოიკვლიეო, მაგრამ როგორ მოვიქცე, როდესაც საჭიროება მოითხოვს, რომ სიტყვა მანამდე ვთქვა, სანამ მოფიქრებას მოვასწრებ, ან როდესაც საუბარში მდუმარედ გამოჩენა არ მინდა და მეც მსურს მასში მცირედი მონაწილეობის მიღება; ამასთანავე, სათქმელში რაიმე აშკარა ცოდვას ვერ ვხედავ, არამედ პირიქით, მეჩვენება, რომ ის კარგი ან საშუალოა; ასეთ შემთხვევაში, რადგან ყოველმხრივი განხილვის დრო არა მაქვს და ვერც იმას ვხვდები სათქმელში ცოდვა იმალება თუ არა, რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე?
იხილეთ სრულად
როდესაც შენი სიტყვა სინამდვილეში კარგი ან საშუალოა და საჭიროა მისი თქმა, მაგრამ ამასთანავე ხედავ, რომ ის მსმენელთაგან შექებას, ან როგორღაც სხვაგვარად პატივმოყვარეობას მოგიტანს, მაშინ როგორმე გონებაში უნდა ჩაიბეჭდო, რომ პატივმოყვარეობაში არ ჩავარდე. მაგრამ თუ ხედავ, რომ პატივმოყვარეობა გამარცხებს, მაშინ უმჯობესია გაჩუმდე, ვიდრე დაზიანდე.
link