სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები
79. მიწიერი ხატის (ადამის) მთავარი ნაკლია: უგნურება, სულმოკლეობა, თავშეუკავებლობა, უსამართლობა. ზეციური ხატის მთავარი სათნოებაა; კეთილგონიერება, სიმტკიცე, უბიწოება, სამართლიანობა. "ვითარცა იგი შევიმოსეთ ზატი იგი მიწიერისა, შევიმოს... იხილეთ სრულად
64. როგორც სხეული სცოდავს საქმით და თავის გამოსასწორებლად ხორციელი სათნოებანი გააჩნია, რითაც უბიწო ხდება; ასევე გონებაც სცოდავს ვნებიანი ფიქრებით და გამოსასწორებლად სულიერი სათნოებანი გააჩნია და, წმინდად და უმწიკვლოდ უცქერის რა სა... იხილეთ სრულად
34. სათნოებებში ღვაწლისათვის ჯილდოა უბიწოება და ცოდნა. როგორც ესენია ჩვენთვის ცათა სასუფევლის მიზეზი, ასევე ვნებები და უცოდინრობა - ჯოჯოხეთის ტანჯვათა. ამიტომ, ვინც მათ ამქვეყნიური დიდებისათვის ეძიებს და არა იმისათვის, რომ ეს სიკე... იხილეთ სრულად
25. თავშეკავებულობის ჯილდოა უბიწოება, რწნმენისა- ცოდნა. უბიწოება შობს განსჯის უნარს, ხოლო ცოდნა - ღვთის სიყვარულს.
97. წმინდაა გონება ან ადამიანურ საკითხებზე უმწიკვლოდ ფიქრისას, ან ხილულის ბუნებრივი შემეცნებისას, ან უხილავის შემეცნებისას, ანდა წმინდა სამების შუქზე.
93. სრულყოფილი უბიწოების გამოხატულებაა ის, როცა მღვიძარების დროსაც და ძილშიაც საგანთა წარმოსახვა გულს უბრალოდ ხვდება.
88. თუკი ლოცვის დროს შენს გონებას არასდროს აბრკოლებს არანაირი მიწიერი ზრახვა, მაშინ იცოდე, რომ შენ არ იმყოფები უბიწოების მიღმა.
85. როგორც ფეხით დაბმული ფრინველი ფრენის დაწყებისთანავე მიწას უბრუნდება, რადგან თოკი აბრკოლებს, ასევე გონებაც, რომელმაც უბიწოებას ვერ მიაღწია, თუმცა კი მიილტვის ზეციური საგნების შეცნობისაკენ, მაგრამ ვნებებს მიჯაჭვულს, კვლავ მიწა ი... იხილეთ სრულად
77. მცნებათა მეშვეობით, მათ აღმსრულებელთ, უფალი უბიწოებას ანიჭებს, ხოლო ღვთიური დოგმატების მეშვეობით - შემეცნების ნათელს.