მონაზონთათვის - ციტატები, გამონათქვამები
მონაზონთათვის - ციტატები, გამონათქვამები მონაზონთათვის, გამონათქვამები, ციტატები
პატერიკიდან და ისიქასტი მამების გადმოცემიდან ვიცით, რომ ძველად ახალგაზრდები და ახალმოსულები გამოცდილი მოძღვრის კურთხევით იშენებდნენ კელიებს და მარტო ცხოვრობდნენ. მოძღვარს მხოლოდ დროდადრო ხვდებოდნენ, მასთან გულისსიტყვებს ამბობდნენ,... იხილეთ სრულად
როგორი დიდება მოგველის სიმამაცისთვის ჩვენ, ვინც ანგელოზებრივი სქემა შევიმოსეთ და მეფეთა მეუფეს უდებება და გაქცევა კი არა, მისთვის სიცოცხლე ან სიკვდილი ფიცით აღვუთქვით.
ქრისტესთვის საკუთარი ნების უარყოფით იბრძოლე და იმ ადამიანის დარიგებები შეასრულე, რომელმაც უფლისმიერ გიტვირთა მაშინ, როცა ღმერთს სიკვდილამდე სრული მორჩილება აღუთქვი.
შენი სულიერი მამა და მოძღვარი ამქვეყნად ყველა ადამიანზე, მთელ მსოფლიოზე უფრო ძვირფასია!