მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მთელი გულით შეიყვარეთ ლოცვა, რომ მადლის სურნელებად იქცეთ, თქვენ გვერდით მყოფმა ადამიანებმა კი იგრძნონ კეთილსურნელება და თქვან: „ჭეშმარიტად, მონაზვნები ანგელოზებრივ კეთილსურნელებას აფრქვევენ მონაზვნობის სულიერი მადლით“. ასე რომ, შო... იხილეთ სრულად
დამდაბლდი, რადგან შენი ამპარტავნებაა ყველა ბოროტების მიზეზი. ოდნავაც ნუ შეშინდები. გამხნევდი. თუ დამდაბლდები, ღვთის მადლი შეგეწევა.
როგორც ადამიანებს (მე პირველს), თავიდან გვეშინია, რომ ჩვენი ადამიანური უძლურება გამოჩნდება. მაგრამ შემდეგ კეთილი კვირინელი – ღვთის მადლი – მოდის, ჩვენს ჯვარს ტვირთულობს და გოლგოთაზე უფრო ადვილად ავდივართ.
განსაცდელის დროს მეორე მადლი, გამოცდილება, უფრო სასარგებლოა, რადგან სულს ცოდნით განანათლებს და აჩვენებს, თუ როგორ განვლოს ის. გამოცდილება განსაცდელებმა წარმოქმნა და, შესაბამისად, მან იცის, რა გზით ააშოროს სულს საფრთხე.
გამოცდილების მადლი ადამიანის სულში წარუშლელად რჩება და აღარ შორდება მას, რადგან შერწყმულია გულთან, ხოლო პირველი – სულიწმიდის მადლი – ხან მოდის, ხან კი გვტოვებს.
მადლობა შესწირეთ ღმერთს. პირითა და გულით ადიდეთ ის, რადგან თუ განსაცდელს მოთმინებითა და მადლიერებით მივიღებთ, მადლი გვანუგეშებს.