სიღარიბე - ციტატები, გამონათქვამები
სიღარიბე - ციტატები, გამონათქვამები სიღარიბე, გამონათქვამები, ციტატები
თითქმის არ არსებობს არცერთი ღარიბი, რომელსაც სამართლიანად შეეძლოს მოწყალების საქმისათვის თავის არიდება
მოწყალების გულუხვი გაცემით როდი კოტრდებიან და ღარიბდებიან მდიდრდები, არამედ იმისაგან, რომ ღარიბებისთვის მცირედიც ენანებათ, საკუთარი ვნებებისთვის კი არაფერი.
მოწყალების გაღებისას გაღატაკების ნუ გეშინია. ვინც ღმერთსა და ღატაკებს ემსახურება, იგი ღარიბი არასოდეს იქნება. "მოწყალე ხელი არ გაღატაკდება".
მდიდრები ღატაკებს საარსებო წყაროს აძლევენ, ღარიბები კი - მათი ცხონების საშუალებას.
ძილი ნუ გეყვარება, თორემ გაღატაკდები. თვალები გაახილე და პურით დანაყრდები.
თ. 20-21
ნუ იტყვი, როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო, თავისი საქმისებრ მივაგებო. გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი; და, აჰა, ყოველივეს ეკალ-ბარდები მოდებოდა, მისი ნიადაგი ჯინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც დ... იხილეთ სრულად
ჯობს სიღატაკის მოთმენა და ქრისტესთან ყოფნა, ვიდრე მასთან ერთობის გარეშე ყოველივე ცხოვრებისეულის უხვად ფლობა.