ეცადე, ახალგაზრდობის წლებში დაძლიო შენი ცუდი მიდრეკილებანი, ჩვევები და ვნებები, რომლებსაც ჯერ კიდევ ღრმად არ გაუდგამთ ფესვები შენს გულში. რაც მეტად გადადებ ამის გაკეთებას, მით უფრო ძნელი იქნება, შეუდგე ამ მძიმე საქმეს - შენი სულის...
იხილეთ სრულად
ეცადე, ახალგაზრდობის წლებში დაძლიო შენი ცუდი მიდრეკილებანი, ჩვევები და ვნებები, რომლებსაც ჯერ კიდევ ღრმად არ გაუდგამთ ფესვები შენს გულში. რაც მეტად გადადებ ამის გაკეთებას, მით უფრო ძნელი იქნება, შეუდგე ამ მძიმე საქმეს - შენი სულის ცხონებას.
თქვენ თავს იტყუებთ, თუ ფიქრობთ, რომ ვნებები ახალგაზრდობასთან ერთად მიწყნარდება. რამდენი მოხუცია, რომელიც თავისი ცხოვრების პირველი წლების სამარცხვინო მიდრეკილებებითაა დაავადებული! რამდენი ჭაღარა პატივმოყვარეა, რომლებიც დაღლილობას ა...
იხილეთ სრულად
თქვენ თავს იტყუებთ, თუ ფიქრობთ, რომ ვნებები ახალგაზრდობასთან ერთად მიწყნარდება. რამდენი მოხუცია, რომელიც თავისი ცხოვრების პირველი წლების სამარცხვინო მიდრეკილებებითაა დაავადებული! რამდენი ჭაღარა პატივმოყვარეა, რომლებიც დაღლილობას არ უჩივიან, დაუღალავი სიხარბით დასდევენ პატივს, რომელიც მხოლოდ გაზრდის მათი დაკრძალვის დანახარჯს და რამდენიმე სიტყვას დაამატებს მათ ეპიტაფიაზე! რამდენი ფეთქებადი ადამიანია, რომლებშიც არც სისხლის დადინჯება, არც დაუძლურება ...
ნუთუ ფიქრობთ, რომ მოხუცებულობის ჟამს გაფურჩქვნის ასაკზე მეტად იქნებით მზად სინანულისთვის და გექნებათ მეტი სიმტკიცე მის შესანარჩუნებლად, და მოშურნეობა იმისათვის, რომ მისი გამოცდილება აჩვენოთ და ძალა, რომ მისი წინააღმდეგობანი გადალა...
იხილეთ სრულად
ნუთუ ფიქრობთ, რომ მოხუცებულობის ჟამს გაფურჩქვნის ასაკზე მეტად იქნებით მზად სინანულისთვის და გექნებათ მეტი სიმტკიცე მის შესანარჩუნებლად, და მოშურნეობა იმისათვის, რომ მისი გამოცდილება აჩვენოთ და ძალა, რომ მისი წინააღმდეგობანი გადალახოთ?