ნუ დაჩაგრავ მოჯამაგირეს და ღარიბ-ღატაკს, შენი მოძმე იქნება ის თუ შენს ქვეყანაში, შენს კარზე მცხოვრები მდგმური. თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს, არ გიჩივლოს უფალთან ...
იხილეთ სრულად
ნუ დაჩაგრავ მოჯამაგირეს და ღარიბ-ღატაკს, შენი მოძმე იქნება ის თუ შენს ქვეყანაში, შენს კარზე მცხოვრები მდგმური. თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს, არ გიჩივლოს უფალთან და ცოდვა არ დაგედოს.
მშობლებისადმი მორჩილება არა მხოლოდ მოვალეობაა, არამედ - სასარგებლოცაა ჩვენთვის. მათი მეშვეობით გვებოძა სიცოცხლე და მათი მორჩილებით შეგვიძლია, მისი გახანგრძლივება; რამეთუ მშობლების მორჩილება აღთქმის პირველი მცნებაა (ეფ. 6, 2).