წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
დღესასწაული არის დაწესებული სულიერისა სწავლისა და ნუგეშისათვის და არა ხორციელისა განცხრომისათვის.
მხოლოდ დღესასწაულის აღსრულება, უკეთუ არა შეერთებულ არს პატიოსნისა და წმიდისა ცხოვრებისა თანა, არ იამება ღმერთსა.
ნუ მიხვალ მკითხავთან და ნუ დაიჯერებ დედაბრულთა მათ ზღაპართა. ნუ ატყუებთ თავსა თქვენსა, ნუ ჩააგდებთ თავსა თქვენსა ხელთა შინა მკითხავთასა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ქალი იყო და ახლა იგი არის უმაღლესი ქერუბიმთა და სერაფიმთა. აჰა ვითარ აღამაღლა ღმერთმან ბუნება ქალისა.
კეთილი და გონიერი მამა, ვიდრემდის შვილნი მისნი არიან წვრილნი, თვითონ უყურებს მათ და ცდილობს, რომ დანერგოს მათს გულში სიყვარული და ერთობა. იგი თვითონვე დაისვამს მათ თავის მუხლზედ, ასწავლის ლოცვებს, შეაგონებს ერთობასა და სიყვარულსა,... იხილეთ სრულად
ოჯახი ჩვენთვის არის მეორე ეკლესია. როგორც ეკლესიაში იქცევი შენ შიშით, ეგრედვე შენ ოჯახში უნდა იქცეოდე სიწმიდით და მორიდებით; გახსოვდეს, რომ რასაც შენს სახლში იტყვი ანუ იქმ, ის მარტო შენთვის არ არის, არამედ მრთელისა შენისა სახლეულო... იხილეთ სრულად
კარგნი არიან: სიწმიდე, სულგრძელება, სიმშვიდე და სხვანი ქრისტიანობრივი სათნოებანი; გარნა ამათ ყოველთა ვერსად ვერ შეიძენს კაცი ისრე და ვერ დაამტკიცებს, როგორადაც სახლში.
დიდი და ფრიად საჭირო არს ყოვლისა კაცისათვის თავის უარისყოფა, ესე იგი თავის შეწირვა სხვისათვის. გარნა შენს სახლში ყოველს დღეს გაქვს შემთხვევა აღასრულო ეს სათნოება. აქ დედ–მამანი თავის თავს უნდა დაივიწყებდნენ და თავი შესწირონ შვილთა... იხილეთ სრულად
კარგი სათნოება არის მოთმინება. მოთმინებითა კაცი თავის სულს აცხოვნებს. გარნა სად შეგიძლიან შენ მიეჩვიო და აღასრულო იგი ისრე, როგორადაც შენს სახლში? აქ ყოველს დღეს და ყოველს წამს შენ უნდა იქცეოდე მოთმინებითა და სულგრძელად. როდესაც კ... იხილეთ სრულად
ქრისტიანი ვერსად ისრე კარგად ვერ აღასრულებს ქრისტეს მცნებასა, როგორადაც თავის სახლში. პირველი ქრისტეს მცნება არის სიყვარული მოყვასისა, გარნა სად შეგიძლიან შენ, ძმაო ჩემო, გამოაჩინო სიყვარული ისრე, როგორადაც შენს სახლში. აქ ნამდვილ... იხილეთ სრულად