საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ყოველი ცოდვა არის მტერობა ღვთისა; ცოდვილი კაცი მტერია ღვთისა მისთვის, რომ ღმერთი არის უზენაესი სიმართლე, ჭეშმარიტება და სძაგს კაცი ცრუ. ამისთვის ცოდვის მოყვარე, ცრუ კაცი მტერია ღვთისა, ვინაიდგან ღვთი...
იხილეთ სრულად
საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ყოველი ცოდვა არის მტერობა ღვთისა; ცოდვილი კაცი მტერია ღვთისა მისთვის, რომ ღმერთი არის უზენაესი სიმართლე, ჭეშმარიტება და სძაგს კაცი ცრუ. ამისთვის ცოდვის მოყვარე, ცრუ კაცი მტერია ღვთისა, ვინაიდგან ღვთის საქმეს, ღვთის მშვიდობას არღვევს.
როგორ უნდა შეიტყოს კაცმა მისი სიცოდვე? შენს უსჯულოებასა და სიცოდვეს იმით მარტო ვერ შეიტყობ, ძმაო, რომ გაიხსენო, რომელი და რამოდენი ცოდვა გიქმნია მას უკან, რაც აღსარება უთხარი მოძღვარსა შენსა. ეს ძნელი არ არის, ძმანო ჩემნო და არც დ...
იხილეთ სრულად
როგორ უნდა შეიტყოს კაცმა მისი სიცოდვე? შენს უსჯულოებასა და სიცოდვეს იმით მარტო ვერ შეიტყობ, ძმაო, რომ გაიხსენო, რომელი და რამოდენი ცოდვა გიქმნია მას უკან, რაც აღსარება უთხარი მოძღვარსა შენსა. ეს ძნელი არ არის, ძმანო ჩემნო და არც დიდს სარგებლობას მოგცემსთ. უსაჭიროესი საქმე აქ არის ის, რომ გამოიკვლიო და შეიტყო შინაგანი შენი სულიერი მდგომარეობა; იცნობდე ყოველთა შენთა ბოროტთა თვისებათა, მიდრეკილებათა, ჩვეულებათა, რომელნი არიან მიზეზნი და წყარონი ყოვე...
ყოველი ცოდვა მზაკვარ არს. ეშმაკი სცდილობს, რომ ცოდვა ჩვენი არარად მიგვაჩნდეს; გარნა, იფიქრე ძმაო ჩემო, ადვილი არისა ცოდვა, უკეთუ იგი დაგაბნელებს შენ შორის ხატსა და მზგავსებასა ღვთისასა, უკეთუ იგი განგაშორებს ღვთისაგან და შთაგაგდებ...
იხილეთ სრულად
ყოველი ცოდვა მზაკვარ არს. ეშმაკი სცდილობს, რომ ცოდვა ჩვენი არარად მიგვაჩნდეს; გარნა, იფიქრე ძმაო ჩემო, ადვილი არისა ცოდვა, უკეთუ იგი დაგაბნელებს შენ შორის ხატსა და მზგავსებასა ღვთისასა, უკეთუ იგი განგაშორებს ღვთისაგან და შთაგაგდებს გეენიასა შინა?
ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან არა დაიძინა ცოდვათა შინა თვისთა, ადვილად არ უყურებს შეცდომათა თვისთა, არამედ ყოველს წამს სცდილობს თავი გამოისწოროს და უმჯობესი შეიქმნეს. ოდესცა შენ მიხვალ გზაზედ ფერხით, თუ წარეცი ქვასა და დაეცი მიწასა...
იხილეთ სრულად
ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან არა დაიძინა ცოდვათა შინა თვისთა, ადვილად არ უყურებს შეცდომათა თვისთა, არამედ ყოველს წამს სცდილობს თავი გამოისწოროს და უმჯობესი შეიქმნეს. ოდესცა შენ მიხვალ გზაზედ ფერხით, თუ წარეცი ქვასა და დაეცი მიწასა ზედა, მაშინვე ადგები და სცდილობ, რომ გამაგრდე ფეხებზედ... სწორედ ეგრედვე უნდა ჰყო სულითაცა შენითა: უკეთუ შეგემთხვია რაიმე ცოდვა, მაშინვე უნდა აღსდგე სულითა და განმტკიცდე გზასა ზედა სათნოებისასა.
ყოველი კაცი მას უნდა ცდილობდეს, რომ სინიდისმან მისმან არ დაუმალოს ცოდვა მისი. უცოდველი არავინ არის; არა ძალუძს კაცსა ხორციელსა იცხოვროს ქვეყანასა ზედა და არა სცოდოს. გარნა ყოველი კაცი უნდა სცდილობდეს, რომ შეიტყოს ცოდვა თვისი, არ ა...
იხილეთ სრულად
ყოველი კაცი მას უნდა ცდილობდეს, რომ სინიდისმან მისმან არ დაუმალოს ცოდვა მისი. უცოდველი არავინ არის; არა ძალუძს კაცსა ხორციელსა იცხოვროს ქვეყანასა ზედა და არა სცოდოს. გარნა ყოველი კაცი უნდა სცდილობდეს, რომ შეიტყოს ცოდვა თვისი, არ ატყუებდეს და არ ამართლებდეს თავსა თვისსა, არ მალავდეს თვისსა ბრალსა, ერთი სიტყვით, ადვილად და სუბუქად არ უყურებდეს ცოდვასა თვისსა.
ცოდვა არათუ დააბნელებს სულსა კაცისასა, არამედ იგი მოქმედობს ხორცსა შინა მისა, იგი მოაკლებს მას სიმრთელესა, შემოაკლებს მისსა სიცოცხლესა და შთააგდებს უდროოდ სამარესა შინა. სულიერნი ცოდვანი, მაგალითებრ, შური, სიძულვილი, ამპარტავნება,...
იხილეთ სრულად
ცოდვა არათუ დააბნელებს სულსა კაცისასა, არამედ იგი მოქმედობს ხორცსა შინა მისა, იგი მოაკლებს მას სიმრთელესა, შემოაკლებს მისსა სიცოცხლესა და შთააგდებს უდროოდ სამარესა შინა. სულიერნი ცოდვანი, მაგალითებრ, შური, სიძულვილი, ამპარტავნება, პატივისმოყვარება და სხვანი ცოდვანი მოქმედებენ ვითარცა საწამლავი, არათუ მხოლოდ სულსა შინა კაცისასა, არამედ თვით ხორცსა შინა მისსა.
ზოგჯერ რომელიმე ცოდვა იმ სახით შეჰკრავს კაცსა, რომელ იგი ხშირად ვეღარ ხმარობს თავისუფლად ვერცა ჭკუასა, ვერცა ნებასა თვისსა. კაცი ცოდვისაგან წარტაცებული და დაპყრობილი თვითონაც ხშირად სწუხს თავის მდგომარეობაზედ; მრავალგზის მოინდომებ...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ რომელიმე ცოდვა იმ სახით შეჰკრავს კაცსა, რომელ იგი ხშირად ვეღარ ხმარობს თავისუფლად ვერცა ჭკუასა, ვერცა ნებასა თვისსა. კაცი ცოდვისაგან წარტაცებული და დაპყრობილი თვითონაც ხშირად სწუხს თავის მდგომარეობაზედ; მრავალგზის მოინდომებს გამოსვლას ცოდვათაგან, გარნა ეგოდენ არის შეკრული, რომელ ვერ ასრულებს თვისსა სურვილსა. აჰა, რა სახით წაახდენს ცოდვა კაცსა და მოაკლებს მას მისთა დიდთა ნიჭთა, გონებასა და თავისუფლებათა
უმთავრესნი მიზეზი, რომელი გააქრობს და მოსპობს სულსა შინა ჩვენსა საღმრთოსა წყურვილსა, არის ცოდვა და ცუდი ცხოვრება. ესენი არ შეუშვებენ გულსა შინა შენსა სწავლასა და მადლსა.
ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. მაცხოვარი გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოცდათვრამეტის წ...
იხილეთ სრულად
ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. მაცხოვარი გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოცდათვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: „აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რათა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ“ (იოანე 5.14).