
იყავი შენს სენაკში და სენაკი ყველაფერს გასწავლის
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
იყავი შენს სენაკში და სენაკი ყველაფერს გასწავლის
ადამიანთათვის თავის არიდების სურვილი მომწიფებულ ვენახს, ხოლო მათთან ურთიერთობის მქონე - მოუმწიფებელს ჰგავს.
როგორც ბნელი ხვრელიდან სინათლეზე ამომძვრალი გველი ცდილობს გაქცევასა და მიმალვას, ასევე გულახდილი აღსარებით გამომჟღავნებული ბოროტი ზრახვები ადამიანისაგან გაქცევას ცდილობენ.
თავმდაბლობის მქონე დემონებს ამდაბლებს, თავმდაბლობის არმქონეს კი ისინი დასცინიან.
ბოროტებას ნუ გაუკეთებ ვინმეს, და ნურც ვინმეს მიმართ გულში გაივლებ მას
მორჩილება მორჩილებას მოჰყვება. ვინც ღმერთს უსმენს, მას ღმერთიც მოუსმენს