
საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, აკეთებს ან ამის ნებას იძლევა. სანამ დროა უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთ-მკვლელობის ცოდვა მიეტევოთ
საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, აკეთებს ან ამის ნებას იძლევა. სანამ დროა უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთ-მკვლელობის ცოდვა მიეტევოთ
ჩვილების მოკვლა - ეგოიზმის, სისასტიკის, მხდალობისა და თვალთმაქცობის შენადედია.
პრინციპული განსხვავება ნაყოფის მოკვდინებასა და სხვა სახის მკვლელობას შორის არ არსებობს.
გარყვნილება, ოჯახების დანგრევა და აბორტთა რაოდენობის ზრდა - ურთიერთდაკავშირებული პროცესებია.
კაცობრიობას ამძიმებენ არა ფიზიკურად მახინჯები, არამედ სულიერად გონჯები, მაგრამ მათ დიდი მოწიწებით ეპყრობიან.
აბორტი და მუცლადღებული ჩვილის სიცოცხლის მოსპობის ყოველგვარი ცდა ეკლესიის მიერ მუდამ ითვლებოდა ნამდვილ მკვლელობად.
მეექვსე მსოფლიო კრების 77-ე მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანი, ჩამდენი ამ მძიმე ცოდვისა, როგორც კაცის მკვლელი ისე უნდა დაისაჯოს.
ქრისტიანული თვალსაზრისით დაუშვებელია, რომ ვინმე ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტდეს - ეს უფლება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის.
ცივი გაანგარიშებით ჩადენილი მკვლელობა, გამორჩენის მიზნით კაცისკვლა - მკვლელობის ყველაზე ამაზრზენი სახეობაა, ადამიანის უკიდურესი დაცემაა.
დედა, თავისი ჩვილის მოკვლით დემონთან ერთსულოვანი ხდება, სატანასთან, რომელზედაც მაცხოვარმა თქვა: „იგი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან“ (იოანე 8, 44).