
ჩვენ ღმერთი გვაცხოვნებს არა ჩვენი ღირსებისა გამო, არამედ თავისი მოწყალებისა გამო.
ჩვენ ღმერთი გვაცხოვნებს არა ჩვენი ღირსებისა გამო, არამედ თავისი მოწყალებისა გამო.
ის, რაც ჩვენ სამართლიანად მიგვაჩნია, სინამდვილეში - ზეციური გადასახედიდან, სულაც არ არის ასე.
სიმდაბლე, თავმდაბლობა ნებისმიერ ცოდვას აღემატება, ნებისმიერი ცოდვის სიმძიმეს ამსუბუქებს, დაბოლოს - განაქარვებს კიდეც ცოდვებს.
გულისთვის ენით გამოუთქმელი და გონებისთვის მიუწვდომელი სიხარულია აღდგომა. ჩვენ არ ძალგვიძს, სრულად გავაცნობიეროთ, თუ რა მოხდა მაშინ, 2000 წლის წინ, და რაოდენ დიდი სიხარული გვდევს დღემდე.
თანაგრძნობა აუცილებელი პირობაა ცხონებისა. თუ არა და, უფალი გვეტყვის:წარვედით, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა". იმ ადამიანებს - თიკნებს, არ ჰქონდათ თანაგრძნობა სხვისი ტკივილების მიმართ.
კაცი ვერასოდეს იგემებს ნაყოფს ბედნიერებისას, თუ მარადისობას არ შეეხო; და თუ არ იქნება ბედნიერი, რაღა აზრი აქვს მის არსებობას? წარმავალზე ორიენტაცია პირუტყვზე უარეს არსებად აქცევს ადამიანს.
ამსოფლიური თვალსაზრისით, ბედნიერების ყველაზე სრულქმნილი განმარტება ასეთია: ბედნიერება არის ბედნიერებისკენ სწრაფვის პროცესი. როგორც კი ამ მიზანს მიაღწევთ, იგი წამსვე წარსულს ბარდება და ხიბლს კარგავს.
სინანულიც ხშირად არასწორად, მცდარად გვესმის. ზოგს სინანული მარტო ცოდვების აღიარება ჰგონია. ეს აღიარებაა და არა სინანული. თუ აღსარებას სინანული არ ახლავს, ცოდვების აღიარებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არაფრის მომცემია.
სიამაყე არის მწვერვალი ბოროტებისა და იგი ვერანაირი ადამიანური ლოგიკით ვერ აიხსნება. ლოგიკით შეიძლება სიმართლე გაარკვიო. უსამართლობას და, მით უფრო, ბოროტებას ვერ ახსნი. ის, რაც აიხსნება, თავისი მიზეზები აქვს. ბოროტებას კი მიზეზი არ... იხილეთ სრულად
სულიერი თვალი მაშინ აეხილება ადამიანს, როცა საკუთარი თავის რეალურად შეფასებას იწყებს, როცა დაინახავს იმას, რაც მართლაც აქვს. როგორც კი ადამიანი ამას დაინახავს, აღარ დაბრმავდება თავისი მოჩვენებითი სათნოებებით, არამედ მეზვერესავით ა... იხილეთ სრულად