ღვთის დაშვება - ციტატები, გამონათქვამები
რატომ აძლევთ საშუალებას სატანას, რომ უფრო მეტად შეგებრძოლოთ? გწამდეთ ღვთისა და რასაც დაუშვებს, ჩვენს სასიკეთოდ იქნება. განა ჩვენ მასზე უკეთ ვიცით?
შიში, რომელიც ღამღამობით გიპყრობს, ბოროტისგანაა და მას ღვთისადმი რწმენით დაამარცხებ. იფიქრე, რომ ღმერთი ყველგან სუფევს. „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ (საქმე. 17, 28). თუ ღმერთი არ დაუშვებს, ცუდი არაფერი მოხდება. თუნდა... იხილეთ სრულად
ამ ქვეყნად ღვთის განგებულებით აღესრულება ყველაფერი. აქედან ნაწილი სათნოა უფლისათვის, ზოგიც მისი დაშვებით ხდება, მაგრამ ორივეს საბოლოო შედეგი ეკლესიისა და საერთოდ მორწმუნეთათვის მხოლოდ დადებითია, რადგან, როგორც წმიდა წერილი ბრძანებ... იხილეთ სრულად
463. მეუფეო, მითხარი რა არის ღვთის ნება და რა არის დაშვება და როგორია მათი შედეგები?
იმისათვის, რომ მოთმინება მოიხვეჭო მწუხარებასა და განსაცდელში - გწამდეს, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება.
თუნდაც მხოლოდ ადამიანთა ხელსა და ადამიანთა ქმედებას ხედავდე შენს მწუხარებაში, მაინც აუცილებლად იფიქრე ასე: "ეს არ მომივიდოდა, ღმერთს რომ არ დაეშვა".
ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე მაგალითდ, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და... იხილეთ სრულად
ზოგჯერ ღმერთი გარკვეული დროით მიატოვებს ხოლმე ადამიანს, რათა სხვა ადამიანს შეეწიოს, რომელიც მისი მაგალითით უნდა გამოსწორდეს. ასეთნი არიან ჩვენთვის გლახაკი ლაზარე და მდიდარი (ლუკა 16, 19-31). მართლაც, როცა ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იტ... იხილეთ სრულად
უფალი ხშირად უშვებს მოხდეს რამე მრავალი ადამიანის სასარგებლოდ. ის არასდროს აკეთებს მხოლოდ ერთ სიკეთეს, არამედ სამ-ოთხ სიკეთეს ერთად. ბოროტებასაც არასდროს უშვებს, თუ მისგან მრავალი სიკეთე არ მომდინარეობს. ყველაფერს: შეცდომებსაც, ხი... იხილეთ სრულად
უფლის გარეშე არა მხოლოდ ადამიანების ქალაქები ან სახლები, ჩიტის ბუდეც ვერ აშენდება.