ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
427. როდესაც ფსალმუნთგალობაში ვარჯიშის ან ადამიანებთან შეხვედრისას აზრები შემაწუხებენ და ბაგეებით ღვთის მოხმობის საშუალება არა მაქვს, მაშინ, თუ მას გულში მოვუხმობ ან მხოლოდ გავიხსენებ, საკმარისი არ იქნება ეს შეწევნის მისაღებად?
თუ ფსალმუნთგალობის ან ადამიანთა გარემოში ყოფნისას ღმერთს ბაგეების გარეშე მოუხმობ, არ გეგონოს თითქოს ეს მოხმობა არაა, არამედ გახსოვდეს, რომ ის გულთამხილავია და გულს აკვირდება, ამიტომაც გულში მოუხმე მას. წერილში სწორედ ესაა ნათქვამი: „დაჰხაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად“ (მათე 6, 6). მაშ დავახშოთ ბაგეები და გულში ვილოცოთ, რამეთუ ვინც ბაგეებს ხშავს და ღმერთს უხმობს, ან გულში ლოცულობს, ის აღნიშნულ მცნებას ასრულებს. და თუ გულშიც ვერ მოუხმობ ღვთის სახელს, არამედ მხოლოდ გაიხსენებ, მაშინ ეს უფრო ადვილად მოსახერხებელია და შეწევნის მისაღებად საკმარისია.
image image
 
თემატური კითხვები
0_28