თემა: განკითხვა,  მრუშობა,  სინანული,  სიძვა


განკითხვა.

დედათა სავანეში ერთი ქალწული ცხრამეტი წლის მანძილზე კარჩაკეტილი ცხოვრობდა. ერთხელაც, ეშმაკის ჩაგონებით, სენაკის სარკმელი გამოაღო და მშვენიერი გარეგნობის მომღერალი დაინახა. იგი იმდენად მოიხიბლა, რომ სენაკში შეიყვანა და მასთან შესცოდა.
    უფალმა მისგან უსჯულოების ნაყოფი განარიდა და შვილი მოუკვდა. დედაკაცი სინანულში ჩავარდა. იგი ისეთ მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, რომ სისუსტის გამო ფეხზე დგომაც კი უჭირდა.
    გამოხდა ხანი და ერთ ღირსეულ ბერს ემცნო, რომ ცოდვილი დედაკაცი სათნო ეყო უფალს უფრო მეტად სინანულის ღვაწლით, ვიდრე ქალწულებრივი მოღვაწეობით.
    მაშ ნურავინ განიკითხავს ცოდვილებს ხილული ცოდვების გამო, რადგან არავინ უწყის სინანულის შესახებ, რომელიც საიდუმლოდ აღესრულება ადამიანის გულში
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები