image

თემა: სიხარული,  გლოვა ცოდვებისათვის

737. უფალმა თქვა: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი“ (მათე 5, 4); ხოლო მოციქული ამბობს: „მარადის გიხაროდენ“ (1 თეს. 5, 17) და „პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით“ (რომ. 12, 10). მითხარი: რომელი საქმე ერაცხება ადამიანს გლოვაში და რომელი მუდმივ მხიარულებაში? და შესაძლებელია თუ არ ორივეს - გლოვის და მხიარულების თანაარსებობა?
გლოვა ღვთისნიერი სევდაა, რომელსაც სინანული შობს; სინანულის ნიშნები კი: მარხვა, ფსალმუნთა გალობა, ლოცვა და ღვთის სიტყვის შესწავლაა. მხიარულება ღვთისნიერი სიხარულია, რომელიც სხვებთან შეხვედრისას წესიერად მჟღავნდება სახის გამომეტყველებასა და სიტყვაში. დაე, გულმა გლოვა შეინარჩუნოს, ხოლო სახემ და სიტყვამ შესაფერისი ხალისი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები