image

თემა: განღმრთობა,  მწუხარება

ღვთისაგან მოვლენილი მუდმივი მწუხარება, უსიამოვნება და მისგანვე ბოძებული სულის შემუსვრილობა ისე უნდა მივიღოთ, როგორც განწმენდის უძლიერესი საშუალებები. ესენი თითქოს ჩვენი მასწავლებლები და ოსტატები არიან და თუ ნამდვილად არავინ გვყავს გზის გამკვალავი, მისი შეცვლა შეუძლლიათ, რასაც წარმატებით ახერხებენ კიდეც მორწმუნე და მდაბალი ადამიანები, რამეთუ ამ შემთხვევაში ღმერთია ხელმძღვანელი და ის უდავოდ ადამიანზე უბრძენესია. წმ. ისააკ ასურს ზედმიწევნით აქვს აღწერილი თუ როგორი თანმიმდევრობით შეჰყავს უფალს განსაწმედელი სული სულ უფრო და უფრო განმწმედელ მწუხარებაში და როგორ აღვივებს მასში შემუსვრილების გრძნობას. ჩვენ მხოლოდ რწმენა მოგვეთხოვება ღვთის განგებულებისა, ხალისიანი და მადლიერი მიღება ყოველივესი, რასაც ის გამოგვიგზავნის. უამისობა მწუხარებას განმწმედელ ძალას ართმევს, არ უშვებს მას ჩვენამდე და ჩვენი გულის სიღრმემდე... გარეგანი მწუხარებების გარეშე ადამიანს არ ძალუძს წინ აღუდგეს სიამაყეს და თავმომწონეობას, ხოლო შემუსვრილების ცრემლების გარეშე როგორ გათავისუფლდები ფარისევლური სამართლიანობის შინაგანი ეგოიზმისაგან? ის, ვისაც არ გააჩნია პირველი, მოციქულთა მიერ მემრუშეთაა მიჩნეული.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები