
ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: სიმდაბლე, ქება
იყო კაცი, რომელიც ამბობდა: "ნუ ჩვენთვის, უფალო, ნუ ჩვენთვის, არამედ სახელსა შენსა ეცი დიდებაი" (ფს. 113,9); რადგან მან იცოდა, რომ ადამიანური ბუნება ქებას უვნებლად ვერ მიიღებს. "შენ მიერ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა" (ფს. 21,26) მომავალ საუკუნეში, რადგან ვიდრე იქ არ მივალ და შენმიერი ქება ამ სოფელში ჩამესმის, ამ ქებას არარად მივიჩნევ და მავნებლადაც ჩავთვლი