ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: დაყუდება, ღვთის შიში
საყუარელნო ძმანო ჩემნო, მოიგეთ დაყუდებაი ვითარცა ზღუდე რვალისაი, მტკიცე, რამეთუ დაყუდებამან ზეშთა გყოს შენ ვნებათა, რამეთუ შენ ზეშთა ეწყობი და იგი არს ქუეშე შენსა. მოიგე უკუე დაყუდებაი შიშითა ღმრთისაითა და ვერ შემძლებელ იქმნენ ვნებად შენდა ისარნი მტერისანი, რამეთუ იდეს შეიერთნენ დაყუდებაი და შიში ღმრთისაი, ექმნენ იგინი ეტლ ცეცხლისა მომგებელთა მისთა ზეცად აღმყვანებელ, და ესე ისწავე ელია წინასწარმეტყუელისაგან, რომელმან-იგი შეიყუარა დაყუდებაი და შიში ღმრთისაი, ვითარ-გი ზეცად აიტაცა ეტლითა ცეცხლისაითა. დაყუდებაი ხსნაი და მაცხოარი არს მონაზონთაი ყოველთაგან ვნებათა, დაყუდებაი კიბე არს ზეცად აღსავალი, დაყუდებაი მოგზაური კეთილი არს მიმყვანებელი ზეცისა მეუფისა