1
2
3
image
image
Loading..
image

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი

რასაც არ გავიღებთ ღმრთისათვის, რომ მან ისარგებლოს, იმით სხვა ისარგებლებს. ამიტომაც ღმერთი გვაძლევს მცნებას, შევიყვაროთ იგი მთელი სულითა და გულით, რათა უკეთურმა ადგილი ვერ ჰპოვოს, რომ ჩაგვისახლდეს და ჩვენში ბინა დაიდოს
link
image

თემა: სიწმინდე,  ღმრთისმშობელი

ვერ აღგიწერთ, თუ როგორ უყვარს ღვთისმშობელს უბიწოება და სიწმინდე. იმის გამო, რომ იგი თავადაა მხოლო წმინდა ქალწული, მას ჩვენც ასეთნი ვუყვარვართ და სურს, რომ ასეთნი ვიყოთ
link
image

თემა: სიწმინდე,  გმობის გულისთქმები

ღმერთისათვის არ არსებობს იმაზე კეთილსურნელოვანი მსხვერპლი, ვიდრე სხეულის სიწმინდე, რომელიც სისხლითა და სასტიკი პრძოლით მოიპოვება. ამიტომ აიძულეთ თავი, სულისა და სხეულის განწმენდისას, სრულიად არ მიიღოთ უწმინდური გულისსიტყვები
link
image

თემა: იესოს ლოცვა

შინაგანი ლოცვით ქმედება ესაა აიძულო თავი განუწყვეტლივ წარმთქვა ლოცვა ბაგეებით, შეუსვენებლად. თავიდან სწრაფად, ისე, რომ გონებამ გაფანტვა ვერ მოასწროს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". რ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ადგილი ლოცვისათვის

ლოცვა ყველგან ითქმის: ზიხარ თუ წევხარ, დგახარ თუ დადიხარ. "მოუკლებლად ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით", - ამბობს მოციქული. ოღონდ ლაპარაკია არა იმაზე, რომ როცა დაწვები, მხოლოდ მაშინ ილოცო. საჭიროა ბრძოლა: გინდ იდგე, გინდ იჯდე. რ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი,  მცნებათა დაცვა

იმისათვის, რომ სიყვარული გაჩნდეს და ამოძრავდეს, მცნებები უნდა დაიმარხო. როცა ღამით დგები და ლოცულობ, როცა ხედავ ავადმყოფსა და თანაუგრძნობ, ხედავ ქვრივ-ობლებს, მოხუცებსა და იწყალებ მათ, მაშინ ღმერთს უყვარხარ. და შენც გიყვარს იგი. ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: იესოს ლოცვა,  წარმოდგენები ლოცვისას

თუ ისწრაფი, რომ მხოლოდ "ლოცვით" მოიპოვო ღმერთი, ერთხელაც კი არ ჩაისუნთქო ღმერთის გარეშე. ოღონდ იცოდე, წარმოდგენები არ მიიღო. რადგან ღმერთი უსახოა, წარმოუდგენელი, უფერო: იგი ზესრულია. ვერ ითმენს განსჯას. იგი მსუბუქ ქროლვასვით მოქმე... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ლმობიერება

ლმობიერება მაშინ მოდის, როცა ფიქრობ, თუ რაოდენ დაამწუხრე ღმერთი, ის, ვინც ასეთი კეთილია, ასეთი ტკბილი, ასეთი მოწყალე, სახიერი, სიყვარულით აღსავსე, ვინც ჯვარს ეცვა და ივნო ჩვენთვის. ყოველივე ამაზე, განსაკუთრებით კი უფლის ვნებებზე ფ... იხილეთ სრულად
link
1
2
3
image
image