ნებისმიერი გულისსიტყვა, რომელსაც სასოწარკვეთა ან უზომო სევდა მოაქვს, ეშმაკისგანაა; ვნებების ორთქლია, რომელიც იმწუთას უნდა განაგდო ღმერთისადმი იმედით, სულიერ დედასთან აღსარებით, უფროსი დების ლოცვებით – იფიქრე, რომ ისინი ლოცულობენ დ...
იხილეთ სრულად
ნებისმიერი გულისსიტყვა, რომელსაც სასოწარკვეთა ან უზომო სევდა მოაქვს, ეშმაკისგანაა; ვნებების ორთქლია, რომელიც იმწუთას უნდა განაგდო ღმერთისადმი იმედით, სულიერ დედასთან აღსარებით, უფროსი დების ლოცვებით – იფიქრე, რომ ისინი ლოცულობენ და ღმერთს გულს ულბობენ. ხოლო ცრემლებთან შერეული მცირე სევდა და სულის ნუგეში მადლის მოქმედებაა, რომელიც მთელი ცხოვრება სინანულისკენ გვიბიძგებს, რაც არ უნდა შევცოდოთ.
როდესაც სევდის ბოროტი სული ეუფლება სულს, მაშინ აღავსებს რა მას ნაღველითა და უსიამოვნებით, საშუალებას არ აძლევს ჯეროვანი გულმოდგინებით ილოცოს, ხელს უშლის სათანადო ყურადღებით იკითხოს საღვთო წერილი, უკარგავს მას სიმშვიდეს და დიდსულოვ...
იხილეთ სრულად
როდესაც სევდის ბოროტი სული ეუფლება სულს, მაშინ აღავსებს რა მას ნაღველითა და უსიამოვნებით, საშუალებას არ აძლევს ჯეროვანი გულმოდგინებით ილოცოს, ხელს უშლის სათანადო ყურადღებით იკითხოს საღვთო წერილი, უკარგავს მას სიმშვიდეს და დიდსულოვნებას ძმებთან ურთიერთობაში და უჩენს ზიზღს ყოველგვარი საუბრისადმი. ვინაიდან სევდით აღვსილ სულს, რომელიც უგუნური და გაშმაგებული ხდება, არ ძალუძს მშვიდად მიიღოს კეთილი რჩევა, ან მშვიდად უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. იგი გაურბ...
სევდა გულის ჭიაა, რომელიც მშობელ დედას ღრღნის. ვინც ვნებებს სძლია, იმან სევდასაც სძლია; ვნებებისაგან ძლეული კი, სევდის ბორკილებს ვერ გაექცევა. როგორც ავადმყოფს გამოვარჩევთ ხოლმე სახის ფერით, ისე ვნებებით შეპყრობილს ამხილებს სევდა....
იხილეთ სრულად
სევდა გულის ჭიაა, რომელიც მშობელ დედას ღრღნის. ვინც ვნებებს სძლია, იმან სევდასაც სძლია; ვნებებისაგან ძლეული კი, სევდის ბორკილებს ვერ გაექცევა. როგორც ავადმყოფს გამოვარჩევთ ხოლმე სახის ფერით, ისე ვნებებით შეპყრობილს ამხილებს სევდა. ვისაც ეს სოფელი უყვარს, იმას შეუძლებელია სევდა არ სძლევდეს, ხოლო კაცი, რომელმაც მოიძულა სოფელი, მუდამ მხიარულია. როგორც ცეცხლი წმენდს ოქროს, ისე ღმერთისმიერი მწუხარება წმენდს ცოდვილ გულს
მდუმარების პირველი ღვთაებრივი ნაყოფია გლოვა – ღვთისმიერი მწუხარება – სიხარულნარევი სევდა. შემდგომ მოდის ნათელი გულისსიტყვები, რომლებსაც თან სდევს მაცოცხლებელი ცრემლების წმინდა ნაკადული, ამით სული
იხილეთ სრულად
მდუმარების პირველი ღვთაებრივი ნაყოფია გლოვა – ღვთისმიერი მწუხარება – სიხარულნარევი სევდა. შემდგომ მოდის ნათელი გულისსიტყვები, რომლებსაც თან სდევს მაცოცხლებელი ცრემლების წმინდა ნაკადული, ამით სული მეორედ ინათლება და განიწმინდება, ბრწყინავს და ანგელოზებს ემსგავსება.
გახსოვდეს, რომ ყოველდღე ჯვრის ტვირთვა გვმართებს, რაც მწუხარებას, შრომას, განსაცდელებსა და ყოველგვარ საეშმაკო მოქმედებას ნიშნავს. განა რომელიმე წმინდანს მიწიერი გზა და ბნელი ბილიკები მწუხარებისა და საფრთხის გარეშე გაუვლია? და თუ ჩვ...
იხილეთ სრულად
გახსოვდეს, რომ ყოველდღე ჯვრის ტვირთვა გვმართებს, რაც მწუხარებას, შრომას, განსაცდელებსა და ყოველგვარ საეშმაკო მოქმედებას ნიშნავს. განა რომელიმე წმინდანს მიწიერი გზა და ბნელი ბილიკები მწუხარებისა და საფრთხის გარეშე გაუვლია? და თუ ჩვენ უფალმა იმავე გზის გასავლელად მოგვიწოდა, განსაკუთრებული რა არის ამაში?
შვილო, მოთმინება გმართებს. მოდი, ჩვენც, ჩვენი პირველსახის, ქრისტეს მსგავსად დავიდგათ ცხოვრებისეული მწუხარების ეკლის გვირგვინი; დაე, ეკლები ღრმად ჩაგვესოს და სისხლი ტკივილით გვდიოდეს. დაე, ამ ტკივილმა და სისხლმა ჩვენი სულის სამოსელ...
იხილეთ სრულად
შვილო, მოთმინება გმართებს. მოდი, ჩვენც, ჩვენი პირველსახის, ქრისტეს მსგავსად დავიდგათ ცხოვრებისეული მწუხარების ეკლის გვირგვინი; დაე, ეკლები ღრმად ჩაგვესოს და სისხლი ტკივილით გვდიოდეს. დაე, ამ ტკივილმა და სისხლმა ჩვენი სულის სამოსელი შეამკოს და განადიდოს, რომ არ შეგვრცხვეს, როცა ქრისტეს წინაშე წარვდგებით და დიდებითა და სიწმინდით აღვსილ სხვა სულებს დავინახავთ. მოითმინე, მწუხარებათა ზამთარი გაივლის და მშვენიერი გაზაფხული ღვთის მადლის კეთილსურნელებას ...
საჭიროზე მეტად ნუ დამწუხრდები, დიდი სიმდაბლით დაემხე ღვთის წინაშე და თავი დაიდანაშაულე; თითოეული ბოროტი გულისსიტყვა მოსვლისთანავე გააძევე და ვიმედოვნებ, ღვთის მადლი ტკივილს დაგიამებს.
ნუ დამწუხრდები ზომაზე მეტად, რადგან ეს ეშმაკისგანაა. გადამეტებული მწუხარება უდებებამდე მიგიყვანს და მოგადუნებს. მხოლოდ იბრძოლე და ნუ შეგეშინდება. უგულებელყავი სატანა, უჩვენე, რომ მას არაფრად აგდებ და იგი, როგორც ამპარტავანი, წავა,...
იხილეთ სრულად
ნუ დამწუხრდები ზომაზე მეტად, რადგან ეს ეშმაკისგანაა. გადამეტებული მწუხარება უდებებამდე მიგიყვანს და მოგადუნებს. მხოლოდ იბრძოლე და ნუ შეგეშინდება. უგულებელყავი სატანა, უჩვენე, რომ მას არაფრად აგდებ და იგი, როგორც ამპარტავანი, წავა, რადგან შენთან მანამდე რჩება, ვიდრე ანგარიშს უწევ.
შვილო, როგორც სიხარულის დროს, ისე მწუხარებისას, მუდამ ფრთხილად იყავი; ნურც სიხარულში გადახვალ ზღვარს, რაც ამჩატებასა და სიცილში გამოჩნდება; ნურც მწუხარების დროს მოიღუშები სხვათა დასანახად, რადგან სატანა გულისსიტყვებს ისრებივით გვე...
იხილეთ სრულად
შვილო, როგორც სიხარულის დროს, ისე მწუხარებისას, მუდამ ფრთხილად იყავი; ნურც სიხარულში გადახვალ ზღვარს, რაც ამჩატებასა და სიცილში გამოჩნდება; ნურც მწუხარების დროს მოიღუშები სხვათა დასანახად, რადგან სატანა გულისსიტყვებს ისრებივით გვესვრის, მაგრამ არ შეუძლია გაიგოს, მიაღწიეს თუ არა გულამდე. ის, როგორც ოსტატი, ბოროტი გულისსიტყვით შემოგვიტევს და აკვირდება ჩვენს სახეს, სხეულის ყველა მოძრაობას და ამით ხვდება, თუ რამდენად დაგვაზიანა მისმა ისარმა. თუ დაინა...
იფიქრე, შვილო, ჯოჯოხეთზე, წარწყმედილებზე და შენი თავიც ერთ მათგანად მიიჩნიე. მაშინ მთელი შენი მწუხარება არაფრად მოგეჩვენება და ტკბილი ნუგეში ერთიანად მოიცავს შენს სულს.