წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) |
მართლმადიდებლობა ცალკეულ მეცნიერებათა განმარტება არ არის, იგი ჭეშმარიტებაა, რომლითაც მთელი სამყარო სულდგმულობს და რომელიც ხსნას ანიჭებს ყველა ქმნილებას.
სიკვდილის წინ ავადმყოფობა ძალიან მნიშვნელოვანია. მრავალ ცოდვილს მან მარადიული ხსნა მოუტანა. და ათასობით ცოდვილმა ღმერთი და საკუთარი სული მხოლოდ ავადმყოფობის სარეცელზე შეიცნო. ხოლო, როდესაც შეიცნობდნენ ამ ორ უდიდეს რეალობას, რომელთ... იხილეთ სრულად
"ცოდნა სინათლეა!" - ამბობენ ბრძენი ამპარტავნები, რომლებსაც არც სიხარულის უნარი გააჩნიათ და არც მოწყალების. დაუკვირდი - საჰარის უდაბნო ყველაზე მზიანი ადგილია, იგი უფრო მეტად გავარვარებულ ცხედარს მოგვაგონებს
მწუხარება სულის საშიში დაავადებაა! მას სულის საერთოდ მოკვდინება ძალუძს. ასეთ მწუხარებას ეკლესია მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს, რამეთუ მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ორი სახის მწუხარება: მწუხარება ღვთის გულისათვის, ცხონებ... იხილეთ სრულად
ისწავლე უბრალო ადამიანების პატივისცემა, უფლის სასუფეველშიც ხომ უმეტესობა ასეთია, მათ არ სჩვევიათ ამპარტავნება, რაც მდიდართა და ამქვეყნის ძლიერთა სენია.
თავისუფლება ადამიანს როგორც ჰაერი ისე სჭირდება. მაგრამ თუ იგი გარეგნულად გათავისუფლდება ტირანიისგან, ხოლო თავად საკუთარი ცოდვების ტყვეობაში დარჩება, ბევრს ვერაფერს მიაღწევს.
ვინც ამქვეყნად სიმართლეს დევნის, ერთი შეხედვით გამარჯვებული ჩანს, მაგრამ სინამდვილეში გამარჯვება მას ეკუთვნის, ვინც სიმართლისათვის დევნილია.
ღვთის სასჯელი ცოდვილს ზოგჯერ უმალ ეწევა, რათა ცოდვილი დააშინოს და მართალს მხნეობა შესძინოს. ზოგჯერ მოგვიანებით, მაგრამ მოულოდნელად, რათა ცოდვილმა იცოდეს, რომ უფალი არაფერს ივიწყებს.