წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, ამონარიდები
სადაც სიყვარული მეფობს, იქ მცნებები ზედმეტია, თხოვნაც საკმარისია. მოყვარული გულისთვის თხოვნა მცნებაზე უპირატესია.
ცხოვრებაში ზოგჯერ ისეთი რამ ხდება, რასაც სიყვარულის გარეშე, მხოლოდ გონებით ვერ გავაცნობიერებთ.
ყველა ადამიანური სიკეთე უფლისადმი ან ადამიანისადმი სიყვარულში იღებს დასაბამს. ამ ღვთაებრივ მცნებას უფრო მეტად რომ ჩავუღრმავდეთ, შესაძლოა დაბეჯითებით ითქვას, რომ ცა და მიწა, მთელი სამყარო, მატერიალური და ანგელოზებრივი, მასზეა დამყა... იხილეთ სრულად
სიყვარული და მსხვერპლი განუყოფელია. რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო დიდია მსხვერპლი. მსხვერპლს თუ სიყვარული ახლავს, მძიმე ტვირთი არ არის.
ადამიანთა შორის სიყვარული სუფევს მაშინ, როდესაც უწყიან, რომ არსებობს ის, ვისაც ყველა თანაბრად უყვარს.
მშობლისადმი სიყვარული, სიყვარულის მთავარი და ძირითადი სკოლაა. ამ სიყვარულის გარეშე შორს წასვლა შეუძლებელია.
ჭეშმარიტი სიბრძნე სიყვარულის გარეშე არ არსებობს, არც ჭეშმარიტი სიყვარული სიბრძნის გარეშე. სიბრძნე უსიყვარულოდ ქვეწარმავლის მზაკვრობაა, ეგოისტური და გესლიანი. სიყვარული სიბრძნის გარეშე თავსხმას ჰგავს, მაშინ როცა მოწყურებული მიწა ჟუ... იხილეთ სრულად
ადამიანის გულს შესწევს უნარი, უფრო აღმატებულ სრულყოფილებას მიაღწიოს, ვიდრე მის გონებას ხელეწიფება. ქვეყნიერება სრულყოფილი სიყვარულის მომსწრე არაერთხელ გამხდარა, მაგრამ სრულყოფილი გონიერების ერთი მაგალითიც არ ახსოვს.