
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: მდუმარება
საუბრისას გაიხსენე და ეცადე შეასრულო წმ.თალასის მცნებანი,რომელიც ამგვარად ჟღერს: "ხუთი სახის სასაუბრო თემიდან,სხვებთან საუბრისას,სამი მათგანი შეგიძლია კეთილგონივრულად და უშიშრად გამოიყენო,მეოთხე-იშვიათად,ხოლო მეხუთეზე უარი თქვი".ერთი მწერალთაგანი პირველ სამს განსაზღვრავს ასე: ჰო,არა,თავისთავად, ცხადია.მეოთხეში იგულისხმება საეჭვო,მეხუთეში კი რაც უცნობია შენთვის,ანუ:რაც იცი ნამდვილად,რომ ჭეშმარიტია ან სიცრუეა და რაც ცხადია თავისთავად-მასზედ გადაჯრით თქვი,როგორც ჭეშმარიტზე ან მცდარზე ან როგორც თავისთავად ცხადზე,რაც საეჭვოა,მასზედ ნურაფერს იტყვი და თუ აუცილებელია ,თქვი როგორ საეჭვოზე,გადაუჭრელად.რაც შენთვის უცნობია,იმაზე საერთოდ ნურაფერს იტყვი.კიდევ სხვა სწავლება გვეუბნება:არსებობს საუბრის ხუთნაირი მიმართულება ან ხერხი:1.წოდებითი,როდესაც ვინმეს ვუხმობთ. 2.კითხვითი,როდესაც კითხვას ვსვამთ. 3.სურვილის ან თხოვნის გამომხატველი. 4.განსაზღვრებითი,როდესაც გადაჭრით გამოვთქვამთ აზრს. 5.ბრძანებითი,როდესაც დიდკაცურად და ხელმწიფებით ვუბრძანებთ ვინმეს რასმე.ამ ხუთიდან პირველი სამი ყოველთვის თავისუფლად გამოიყენე,მეოთხე რაც შეიძლება იშვიათად,მეხუთეს კი საერთოდ ნუ მიმართავ